ისრაელმა ბეირუთის გარეუბნებზე და ჰეზბოლას ობიექტებზე მიიტანა იერიში შუა ლიბანში - აცხადებს არმია
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდასხმებმა ლიბანის შუაგულში 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ისრაელის არმიამ დაახლოებით ათამდე დარტყმა მიაყენა სამხრეთის გარეუბნებს. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სოციალურ მედიის გზით გაფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობა. ცნობით, ისრაელს არმიამ დაარტყა ბეირუთის დაჰიეს რაიონს და გაანადგურა ჰეზბოლას სარაკეტო ობიექტების უმეტესობა.
ჰეზბოლას აშშ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, მისი სამხედრო ფრთა ევროკავშირშიც ტერორისტულადაა შერაცხილი. ჰეზბოლას პოლიტიკური ნაწილის წევრები ლიბანის პარლამენტის წევრები არიან.
ისრაელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჰეზბოლა განზრახ ერევა მშვიდობიან მოსახლეობაში და მას ცოცხალ ფარად იყენებს, რასაც ჰეზბოლა უარყოფს.
ამავე დროს ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ისრაელში, ნაჰარიაში ორი ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელ შენობაზე თავდასხმის შედეგად. მოგვიანებით ჰეზბოლამ აიღო პასუხისმგებლობა დრონით თავდასხმაზე, რომლის სამიზნე იყო სამხედრო ბაზა ნაჰარიას აღმოსავლეთით.