ევროსასამართლომ უგულავას საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება „თბილისის განვითარების ფონდის" საქმეს, რომელშიც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უგულავა დამნაშავედ ცნო თანხის გაფლანგვაში.