დღე ისტორიაში – 22 აგვისტო
2019 წელს რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში გაუშვა რობოტი სახელწოდებით FEDOR, სხვადასხვა ამოცანების ავტონომიურად შესასრულებლად.
2018 წელს ციმბირში 50 000 წლის ადამიანის ძვალი აღმოაჩინეს. ფეხის ძვალი ეკუთვნოდა გოგონას, რომელიც სულ მცირე 13 წლის იყო, როცა გარდაიცვალა.
2017 წელს ინდოეთში მყისიერი განქორწინება აიკრძალა.
2012 წელს რუსეთი და ვანუატუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდნენ.
2004 წელს ოსლოში, ნორვეგიის მუზეუმიდან, ორმა შეიარაღეულმა პირმა ედვარდ მუნკის ნახატები, “კივილი” და “მადონა”, მოიპარა.
1989 წელს ნეპტუნის რგოლები აღმოაჩინეს.
1988 წელს ავსტრალიამ დაიწყო თავისი პირველი პლატინის მონეტის გაყიდვა, რომელზეც გამოსახულია კოალა. მისი ღირებულება 100 ავსტრალიური დოლარია.
1902 წელს თეოდორ რუზველტი გახდა აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, რომელიც ავტომობილით საჯაროდ გამოჩნდა.
1894 წელს მაჰათმა განდიმ ჩამოაყალიბა Natal Indian Congress (NIC), დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.
1849 წელს ავსტრიამ ქალაქ ვენეციის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი ბურთები გაუშვა, რაც ისტორიაში პირველი საჰაერო თავდასხმა გახდა.
1762 წელს ენ ფრანკლინი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი გაზეთის გამომცემელი.
1485 წელს მეფე რიჩარდ III ბოსვორტის ბრძოლაში გარდაიცვალა.
წყარო/ფოტო: The Fact Site
