დღე ისტორიაში – 16 აგვისტო
2018 წელს კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში 566-ზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა, რამაც საგანგებო მდგომარეობა გამოწვია და 3000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
2016 წელს ქართველმა ძალოსანმა და ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, 473 კგ-ის აწევით, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
2012 წელს ჯულიან ასანჟს, რომელმაც დააარსა WikiLeaks, ეკვადორმა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
2008 წელს მაიკლ ფელპსმა პეკინის ოლიმპიური თამაშების ფინალში, 100 მეტრზე პეპელა ცურვაში, რეკორდულად 50:58 მოიგო.
1989 წელს მზის აფეთქებამ შექმნა გეომაგნიტური ქარიშხალი, რამაც გამოიწვია ტორონტოს საფონდო ბირჟის შეჩერება.
1960 წელს კვიპროსმა მოიპოვა დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსგან.
1954 წელს გამოვიდა ჟურნალ Sports Illustrated-ის პირველი ნომერი.
1930 წელს გამოვიდა მსოფლიოში პირველი ფერადი მულტფილმი სინქრონიზებული ხმით.
1898 წელს ედვინ პრესკოტს მიენიჭა პატენტი ვერტიკალური მარყუჟის Roller Coaster-ისთვის.
1858 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ პირველი ტრანსატლანტიკური ტელეგრაფი გაუგზავნა აშშ-ს პრეზიდენტ ჯეიმს ბიუკენანს.
963 წელს ნიკიფორე II ფოკა ბიზანტიის იმპერატორად აკურთხეს.
წყარო/ფოტო: The Fact Site