პრინცესა ანას დაბადების დღე და ახალი სამეფო ტიტული
პრინცესა ანა სამშაბათს 73 წლის გახდა. მეფე ჩარლზი პირველი იყო, ვინც მას სოციალური მედიის საშუალებით მიულოცა დღესასწაული.
“მის სამეფო უდიდებულესობას, პრინცესა ანას ვულოცავთ დაბადების დღეს!” სამეფო ოჯახმა ტვიტერზე მეფე ჩარლზისა და პრინცესა ანას ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა.
გასულ კვირას პრინცესა ანამ დაბადების დღის საჩუქრად ახალი სამხედრო წოდება მიიღო. პარასკევს ბუკინგემის სასახლემ და მეფე ჩარლზმა გამოაცხადეს სამეფო ოჯახის ცხრა წევრის ახალი რეგალიები და სამეფო კუთვნილებები.
პრინცესა ანა დაინიშნა შოტლანდიის სამეფო პოლკის მთავარი პოლკოვნიკის მოადგილედ. სასახლეში განაცხადეს, რომ სამეფო წოდება აღიარებს „მისი სამეფო უდიდებულესობის ძლიერ კავშირებს შოტლანდიასთან“ და არსებულ კავშირებს პოლკთან, როგორც 1-ლი ბატალიონის, რეინჯერთა პოლკის და მე-6 ბატალიონის, შოტლანდიის სამეფო პოლკის მთავარი პოლკოვნიკის რანგში.
ასევე დაჯილდოვდნენ მეფე ჩარლზი, დედოფალი კამილა, პრინცი უილიამი, პრინცი ედვარდი, სოფი, ედინბურგის ჰერცოგინია, პრინცი რიჩარდ და ბირიგიტი, გლოსტერის ჰერცოგინია.
წყარო: People