Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2023

„მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე" - 20 ივნისს დაზარალებული გიორგი სულაშვილი 

0
„მოსამართლემ უარი თქვა შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე

2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის დროს დაზარალებულის გიორგი სულაშვილის განცხადებით, მას, დასახიჩრებულ პირს, უარი უთხრეს შრომისუნარიანობის შემცირებისთვის სარჩოს დაკისრებაზე. სულაშვილის ცნობით, ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბაია ოტიაშვილმა 2023 წლის 8 აგვისტოს მიიღო.

„[მოსამართლემ] არაერთი ოპერაციისგან და მიმდინარე ტკივილებისგან განცდილი ტანჯვისთვის კი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, მხოლოდ 20 000 ლარი განსაზღვრა საკომპენსაციო თანხად. ზემოთ ხსენებული თანხა მხოლოდ მედიკამენტები რომ მქონდეს იმაშიც კი არ მეყოფა ერთი წელი", - დაწერა „ფეისბუკის" პირად გვერდზე გიორგი სულაშვილმა.

20 ივნისის აქციის მონაწილე სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზეც მიუთითებს. „მოულოდნელად, მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა 2021 წლის მიწურულს ჯერ გააუქმა სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, შემდეგ კი თითქმის 2 წელი პროცესს არ ნიშნავდა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვიჩივლე - საბოლოოდ, 2023 წლის 8 აგვისტოს გამოაცხადა გადაწყვეტილება", - აღნიშნა მან.

სულაშვილმა ჩამოთვალა ის დაზიანებები, რომლებიც ე.წ. გავრილოვის ღამეს მიიღო:

„ზოგს ჰგონია რომ მე თვალი მაქვს (ნეტა მქონდეს). ეს რომ მოხდა 27 წლის გახლდით. ვიყავი 20 ივნისის მშვიდობიანი პროტესტის მშვიდობიანი მონაწილე და არც კი მიცდია, რომ პარლამენტში შტურმით ან ძალადობრივი ძალით შევსულიყავი. ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს და წარდგენილი მაქვს სასამართლოსთვის.

ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მე, გიორგი სულაშვილი ვიყავი მშვიდობიანი დემონსტრანტი. ჩემ მიმართ გამოყენებული ძალა, მით უმეტეს სიცოცხლისთვის საშიში ფორმით, ვერ იქნებოდა ვერც პროპორციული და ვერც ლეგიტიმური.

მე პოლიციელებმა მესროლეს „რეზინის ტყვია" სახეში, რის შედეგადაც მივიღე შემდეგი დაზიანებები:

ქალის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა

ქალა ტვინის დახურული ტრავმა

სახის ნაფლეთოვანი ჭრილობები,დაჩირქება და ინფექცია

თვალის კაკლის მოწყვეტა

თვალის კაკლის დეგენერაცია

მეორე თვალში მხედველობის გაუარესება

პირველი ოპერაცია 2019 წლის 21 ივნისს ჩამიტარდა".

დაზარალებული წერს, რომ მას შემდეგ 5-ზე მეტი კომბინირებული ოპერაცია ჩაუტარდა:

„ოპერაცია სახის ძვლების აღდგენის მიზნით, ჰაიმორიტის ღრუს, ცხვირის და ნაფლეთოვანი ჭრილობის გასწორება;

ოპერაცია ყურის ხრტილის ამოღება და ხახის ხორცის ამოღება თვალ-ბუდის შესაქმნელად (რომელსაც პროთეზი უნდა დაეჭირა);

ოპერაცია ყურის ხრტილის და მუცლიდან ღეროვანი უჯრედების აჭრა ეს ოპერაცია 2-ჯერ ჩამიტარდა - ისევ თვალბუდის მოსამზადებლად, რადგან არ იყო ხორცი თვალში რომ პროთეზი დაეჭირა;

ოპერაცია თვალის ქვედა ქუთუთოს კონსტრუქცია (რადგან ქვედა ქუთუთოც არ მქონდა) და თვალის ხელოვნური ჭრილის შექმნა (არც ეგ მქონდა)".

 

სულაშვილმა სამედიცინო დოკუმენტებსა და სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, დაწერა 20 ივნისს მიღებული დაზიანებებისგან მიღებულ შედეგებზე:

„ცალ თვალში მხედველობის დაკარგვა

მეორე თვალის მხედველობის გაუარესება

პერმანენტული თავის ტკივილი

კიდურების ,სახსრების ტკივილი

ძილის მკვეთრი დარღვევა, ფაქტობრივად არ მძინავს

მუდმივი დაღლილობა

ენერგიის არ ქონა

კონცენტრაციის დაკარგვა

მეხსიერების პრობლემები

შრომის უნარიანობის დაკარგვა

წონის მატება 40კგ

ექიმმა ამიკრძალა ფიზიკური დატვირთვა".

გიორგი სულაშვილმა ფსიქოლოგიურ ეფექტზეც მიუთითა. როგორც მან აღნიშნა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ ჩაატარა ექსპერტიზა, „რომლითაც დადგინდა შრომისუნარიანობის მკვეთრად შემცირების ფაქტი. ჩატარდა გადატანილ ფსიქოლოგიურ ტრავმასთან დაკავშირებით ექსპერტიზაც, რომლითაც ასევე დადასტურდა უმძიმესი ფსიქოლოგიური ტანჯვა (ეს ყველაფერი მოსამართლეს ჰქონდა)".

2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. თვალისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილემ. კლინიკებში გადაიყვანეს 80-მდე სამართალდამცველი.

ყველაფერი 2019 წლის 20 ივნისის დილას, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის სპიკერატისათვის განკუთვნილ ადგილზე ავიდა და განაცხადა, რომ შესვენებაზე გასული სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ვეღარ დაბრუნდებოდა.

ანტისაოკუპაციო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათისათვის დაიგეგმა. პარლამენტის წინ შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. სცენა დაიკავეს სამოქალაქო აქტივისტებმა. სცენაზე გამოჩნდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, „ქართულ ოცნებას", რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში დარჩენის უფლება აღარ აქვს.

ოპოზიციის ლიდერები მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვენ და მათ ერთსაათიან ვადას აძლევენ.

22 საათისათვის პარლამენტის წინ სიტუაცია გართულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის კიბეებისკენ გადაინაცვლა. პარლამენტის შენობა სპეცრაზმელებით იყო გარშემორტყმული. მალევე რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. დაიწყო დემონსტრანტთა დაშლა. ისროლეს რეზინის ტყვიები.

21 ივნისს თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин поздравил москвичей с Международным днем защиты детей


Спорт в России и мире
Москва

Певица Пелагея разделила имущество с бывшим мужем


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Прямая трансляция матча Рыбакиной с победительницей четырех "Больших шлемов"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Восход», Тинькофф Банк и Альфа объявили о совместном pre-IPO фонде в секторе tech на 4 млрд рублей





Путин в России и мире
Москва

Лучшие фото недели // Запоминающиеся кадры 27–31 мая


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Путин и Лукашенко обсудили парад в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Алсу

Стали известны подробности развода Алсу



Москва

Песков, Авербух, Хазанов и другие: с Анастасией Заворотнюк приехали попрощаться первые лица страны и звезды эстрады

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net