Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2023

უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

საქართველოს უზენაესი სასამართლო ნიკა გვარამიასა და კახა დამენიას საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„2023 წლის 19 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულების – კახაბერ დამენიასა და ნიკა გვარამიას ინტერესების დამცველი ადვოკატების, ასევე – პროკურორების საკასაციო საჩივრები. სისხლის სამართლის საქმეში არსებული გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ, როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებმა, სათანადოდ არ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები, არ მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, ბოროტად იყენებდნენ მინიჭებულ ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შპს „ინტერმედია პლიუსისათვის“ გამორჩენის მიზნით, რის გამოც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს“ მიადგა 6 763 509 (ექვსი მილიონ შვიდას სამოცდასამი ათას ხუთას ცხრა) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ამ ქმედების ჩადენისთვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. ნიკა გვარამიამ ასევე ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესეიგი, საწარმოში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის ნიკა გვარამია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220 მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ნიკა გვარამიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

სასამართლოს განაჩენით კახა დამენია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ზურაბ იაშვილი საქართველოს სსკ-ის 362 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და სსკ-ის 221 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა რა საკასაციო საჩივრები, დაადგინა, რომ არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303 მუხლით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი არ დაუშვა განსახილველად და ძალაში დატოვა“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net