Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2023

WSJ: აშშ აპირებს, უკრაინას გადასცეს გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვები

0
შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას გადასცეს Abrams-ის ტანკების ჭურვები გაღარიბებული ურანით. აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა The Wall Street Journal-ს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების დამტკიცებისთვის „არავითარი მნიშვნელოვანი დაბრკოლება“ არ არსებობს.


წყაროს ცნობით, Abrams-ის ტანკების აღჭურვის შესახებ დისკუსია უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. პენტაგონი გამოვიდა მოწოდებით, უკრაინას გაეგზავნოს გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები, რომლებსაც რეგულარულად გამოიყენებენ აშშ-ის არმიაში და რომლებიც ეფექტიანია რუსული ტანკების წინააღმდეგ. როგორც აღნიშნავენ, ამ ჭურვებს შორი მანძილიდან შეუძლიათ შეაღწიონ რუსული ტანკის ფრონტალურ ჯავშანში.


წინადადება თეთრ სახლში განიხილებოდა. ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ჭურვების გაგზავნას შესაძლოა მოჰყვეს ვაშინგტონის მისამართით კრიტიკა ისეთი იარაღის მიწოდებისთვის, რომელიც შეიძლება ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საფრთხეს შეიცავდეს.


ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მიზანია, უკრაინას ბრძოლის ველზე რაც შეიძლება მეტ წინსვლაში დაეხმაროს, რათა კიევს მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიცია ჰქონდეს, თუ საბოლოოდ სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. მაგრამ ადმინისტრაციაში განხეთქილება გაჩნდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინის არმიას, მათ შორის, მიაწოდონ თუ არა კასეტური ჭურვები.


უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 31 ერთეული ტანკი Abrams-ის გადაცემის გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიმდინარე წლის იანვარში მიიღო. გაღარიბებული ურანის შემცველ ჭურვებს ჩვეულებრივ ჭურვებზე უკეთესი ჯავშანგამტანობა აქვს. გაღარიბებული ურანი არის ურანის გამდიდრების პროცესის ნარჩენები. მისი გამოყენება შესაძლებელია ბირთვული იარაღის წარმოებაშიც.


მანამდე უკრაინამ ამ ტიპის ჭურვები უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთისგან - ბრიტანული ტანკების, Challenger 2-ების აღსაჭურვად. მაშინ რუსეთმა ამ ნაბიჯს „კონფლიქტის სერიოზული ესკალაცია“ უწოდა. „ეს არის ფართოდ გავრცელებული ტიპის საბრძოლო მასალა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა მისი ჯავშანგამტანი თვისებების გამო,“ თქვა საპასუხოდ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ჭურვები არ არის რადიოაქტიური და არ განეკუთვნება ბირთვულ იარაღს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net