Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июнь
2023

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

0
82 მომხრე, 2 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.


13 ივნისს პარლამენტში კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, კანონპროექტს მიიღებენ, თუმცა ის არ ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. „ქართული ოცნება" დაელოდება ევროკომისიის პოზიციას და თუკი 12 პირობიდან ერთ-ერთი - დეოლიგარქიზაცია - აღარ იქნება ჩამონათვალში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას კანონის მიღებაზე. 


„ჩვენ ვენეციის კომისიას გავუგზავნეთ დასკვნისთვის შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას. ვენეციის კომისიამ დაამტკიცა განახლებული დასკვნა, 12 ივნისის თარიღით. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც იქნა ჩვენი მხრიდან შეტანილი წარმოდგენილ საკითხში, ყველა ძირითად საკითხთან დაკავშირებით, არის ასახული. უბრალოდ, ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ პერსონალური მიდგომა, რომელთან დაკავშირებითაც მას ჰქონდა მოსაზრებები, რომ ჩვენ დაგვეკონკრეტებინა და დავაკონკრეტეთ. ახლა ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, ამ პერსონალურ მიდგომაზე საერთოდ უარი ითქვას. ეს არის, ეს ერთი საკითხი. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - ჩვენ განგვესაზღვრა ეს ერთი პუნქტი შესასრულებლად. ამიტომ, სასპეკულაციო სივრცე, რომ არ დარჩეს, მიზანშეწონილია, რომ ჩვენ ეს პროექტი მივიღოთ კანონად. შეიქმნა მოცემულობა, რომ ევროპულმა კომისიამ აღნიშნა: ეს პუნქტი არის შესასრულებელი. მან უკრაინას, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, მოუწოდა, რომ დაეწყო მიღებული კანონის აღსრულება. ახლა ვენეციის კომისია, ევროპული სტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფი უკრაინასაც ეუბნება, რომ ის კანონი, რომელზეც ევროპულმა კომისიამ უთხრა, რომ აღსრულებულიყო, გააუქმონ. რეალურად გვაქვს მოცემულობა, ორ ევროპულ სტრუქტურას შორის კოლიზიის, - განმარტა ოხანაშვილმა და დაამატა, - ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორება გავაკეთოთ ევროპულ კომისიაზე, კანონი მივიღოთ, რომ სასპეკულაციო სივრცე არ დარჩეს, თუმცა არ ავამოქმედოთ გამოქვეყნებისთანავე. თუ ევროპული კომისია იტყვის, რომ ჩვენთან მოხსნილია [დეოლიგარქიზაციის თემა], მაშინ ის დათქმა [აღარ იქნება აქტუალური], რომ 2024 1 მარტამდე ამოქმედდეს. ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ გავაუქმოთ ეს კანონი, თუკი ევროპული კომისია მოხსნის ამ პუნქტს".




12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.


ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისტემის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის, მისი რეკომენდაციების სრული დაცვით უნდა განხორციელდეს სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს მისი დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.


დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ, მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.


ევროკომისიის პრიორიტეტი # 5: "განხორციელდეს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოსაფხვრელად"


2022 წლის ნოემბერში, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ და რევიზიისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნა.


2023 წლის 13 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რასაც წინ უძღოდა პირველი მოსმენით მიღებულ პროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა.


მეორე მოსმენისთვის მომზადებული კანონპროექტი ისევ ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.








 





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net