ქემალ ქილიჩდაროღლუ: ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა
თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ქემალ ქილიჩდაროღლუს განცხადებით, იგი “ნამდვილ დემოკრატიამდე” გააგრძელებს ბრძოლას. ამის შესახებ მან პარტიის სათაო ოფისში განაცხადა.
“ამ არჩევნებში ყველა ზეწოლის მიუხედავად ავტორიტარული ხელისუფლების შესაცვლელად ხალხის სურვილი ნათელი გახდა,”- განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.
მიუხედავად იმისა, რომ ქილიჩდაროღლუმ მარცხი არ აღიარა, მისი თქმით “ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული რთული დღეები ნამდვილად მამწუხრებს… ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ყველაზე არასამართლიანი არჩევნების პერიოდია… შიშის კლიმატის წინაშე თავს არ ვხრით”, – განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.