Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2023

დმიტრი მედვედევი ამერკელ სენატორ ლინდსი გრეჰემს "ავიაკატასტროფით" დაემუქრა

0
დმიტრი მედვედევი ამერკელ სენატორ ლინდსი გრეჰემს

რუსმა სახელმწიფო მოხელეებმა და პოლიტიკოსებმა უპასუხოდ არ დატოვეს ამერიკელი სენატორის ლინდსი გრეჰემის განცხადებები, რომლებიც ამერიკელმა პოლიტიოსმა 26 მაისს კიევში ვიზიტის დროს გააკეთა. რუსეთში ამტკიცებენ, რომ სენატორმა „რუსების მკვლელობას“ უწოდა საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც აშშ-ს შეეძლო გაეკეთებინა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 26 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში რესპუბლიკელი სენატორი, რუსეთის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი და უკრაინისთვის  დახმარების გაზრდის მომხრე, უკრაინელ ლიდერებთან განიხილავს რუსეთთან ომს და  იარაღის მიწოდების საკითხს. ზელენსკი მას ეუბნება, რომ ომი უკრაინისთვის მიმდინარეობს ლოზუნგით „თავისუფლად ცხოვრება ან სიკვდილი“. "ახლა ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფლად", - ამბობს ზელენსკი. ”რუსები კი კვდებიან”, - ამბობს გრეჰემი. ამის შემდეგ გადაღების კუთხე იცვლება, რის გამოც არაა გამორიცხული, რომ იყოს მონტაჟის ელემენტი. ამ დროს სენატორი ამბობს: „ასე კარგად არასდროს დაგვიხარჯავს ფული“. ამ ფრაზის შემდეგ ზელენსკი მადლობას უხდის ვაშინგტონს იარაღის მიწოდებისთვის.

მოსკოვში ამერიკელი სენატორის მიერ ინვესტიციის შესახებ ნათქვამი სიტყვები, რომლებიც ერთი დღის შემდეგ გამოქვეყნდა, ისე იქნა ინტერპრეტირებული, თითქოს გრეჰემმა რუსების მკვლელობას (და არა უკრაინის დახმარებას) უწოდა აშშ-ის საუკეთესო ინვესტიცია. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა: „ძნელია წარმოიდგინო უფრო დიდი სირცხვილი ქვეყნისთვის, ვიდრე ასეთი სენატორების ყოლაა“, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ  შეერთებული შტატები ნაცისტური გერმანიის დაფინანსებაში დაადანაშაულა: „კოკა-კოლას ქარხანა კიოლნში, გერმანიის მთავრობის მიერ მის ნაციონალიზაციამდე რეგულარულად აწვდიდა გაზიან წყალს გერმანიას, მათ შორის გერმანელ ჯარისკაცებსაც. ცნობილი Fanta კი საერთოდაც ნაცისტებმა გამოიგონეს“.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სენატორის განცხადებას Telegram-ით გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ შეერთებულ შტატებში „არა მარტო უბრალო ადამიანებს კლავენ რეგულარულად, არამედ ბინძურ ფულს სენატორების მკვლელობაზეც ხარჯებიან“.

„გაიხსენონ, რა ბედი ეწია რობერტ კენედის,  ჰუი ლონგს, კლემენტა კარლოს პინკნის, ჯონ მილტონ ელიოტს, უეინ ოუენსს და სხვა ამერიკელ პოლიტიკოსებს“, - წერს მედვედევი და ჩამოთვლის სხვადასხვა დროს მოკლული ამერიკელი სენატორების სახელებს.

ეს არ არის პირველი ფარული მუქარა, რომელითაც მედვედევმა გრეჰემს მიმართა. 2023 წლის მარტში მედვედევმა კომენტარი გააკეთა 14 მარტს შავ ზღვაზე ამერიკული დრონის (Reaper MQ-9) ჩამოვარდნის ინციდენტზე. მაშინ გრეჰემმა მოუწოდა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუკი ისინი ამერიკულ ობიექტებს საფრთხეს შეუქმნიან. მედვედევმა ამერიკელი სენატორის ამ სიტყვებს შემდეგი კომენტარი გაუკეთა: „სხვათა შორის, ასეთი არსებები ხანდახან ავიაკატასტროფაში ხვდებიან ხოლმე“, - თავის ამ განცხადებას მედვედევმა ჯვრის გამოსახულებიანი ემოჯი დაურთო.

2022 წლის გაზაფხულზე ყურადღება მიიპყრო გრეჰემის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებში უნდა გამოჩნდეს "პოლკოვნიკი შტაუფენბერგი",  რაც შეიძლება განიმარტოს როგორც ვლადიმირ პუტინის ფიზიკური ლიკვიდაციის მოწოდება,  ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის ანალოგიით. .

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიჰაილო პოდოლიაკმა 28 მაისს ტვიტერში დაწერა, რომ მისი აზრით, დღეს საუკეთესო ინვესტიცია ნამდვილად არის ინვესტიცია „უკრაინის სრულ და უპირობო გამარჯვებაში“.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: фонд музея "Царицыно" собрал 61 тыс. произведений искусства


Спорт в России и мире
Москва

Больше всего работников с креативными идеями работает в ритейле и спорте


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В арктическую экспедицию Росатома может отправиться школьник из Приамурья





Путин в России и мире
Москва

Путин оценил идею создания в Москве памятника из советских монет к юбилею Победы


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

БЕЛТА: Лукашенко и Путин обсудили представительство России на параде в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Михаил Кутушов

Компания ICDMC приняла участие в торжественном открытии выставки “Тульское качество”



Москва

День соседей отметили в Стругах Красных

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net