Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2023

"ჯორჯიან ეარვეისი" სალომე ზურაბიშვილს პერსონა ნონ გრატად აცხადებს და ბოდიშის გარეშე ბორტზე არ დაუშვებს - მედია

0
"ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორი, თამაზ გაიაშვილი მისი კომპანიის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოიკოტს პასუხობს და აცხადებს, რომ მას პერსონა ნონ გრატად აცხადებს, ხოლო ვიდრე "ქართველი ხალხის წინაშე" ბოდიშს არ მოიხდის, ბორტზე არ დაუშვებენ. თამაზ გაიაშვილის საპასუხო წერილს მედია ავრცელებს. 


"იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ და სამშობლოს ერთიანობის იდეას ეწირებოდნენ. იმ დროს კი, როდესაც 2008 წლის ტრაგედიის შემდეგ მსოფლიოს ყველა ავიაკომპანიამ უარი თქვა ორად გახლეჩილ საქართველოში ფრენების განხორციელებაზე, ქართველი ავიატორები, მიუხედავად სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების კატეგორიული წინააღმდეგობისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავდნენ და პოლიტიკოსები, დიპლომატები და ჟურნალისტები ჩამოჰყავდათ, რამაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად იხსნა იზოლაციისგან.



ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და სხვა არაფერი, მითუმეტეს, იმ პრეზიდენტისგან, რომელსაც ერთპროცენტიანი რეიტინგიც კი არ გააჩნია", - წერს თამაზ გაიაშვილი.


მან, ასევე უპასუხა პრეზიდენტის კომენტარს იმაზე, რომ "ჯორჯიან ეარვეისი" არის "კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს". გაიაშვილის მტკიცებით, მისი კომპანია პანდემიის დროს გაკოტრების პირას მივიდა და არაფერი მიუღია სახელმწიფოსგან.


"გასაკვირია, თუ რატომ იხარჯება მილიონები საქართველოს ბიუჯეტიდან იმ ქალბატონის ყოვლად უმიზნო ვოიაჟებისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში, ვისაც ცხოვრების არცერთ მონაკვეთში საქართველოსთვის სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. იგი დღესაც ავადსახსენებელ გახარიას სიტყვებს იმეორებს, რომ ავიაკომპანია პანდემიის დროს ვითომ მდიდრდებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ისიც კი არ იცის, რომ პანდემიის დროს კომპანია გაჩერებული იყო და გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა, დღეს კი რეაბილიტაციის რეჟიმშია. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფოთა პრეზიდენტებმა უზარმაზარი თანხები ჩაასხეს ეროვნული ავიაკომპანიების გადარჩენის საქმეში", - ამბობს ის.


თამაზ გაიაშვილი თავის წერილში სალომე ზურაბიშვილს, ასევე იმისთვის აკრიტიკებს, რომ "მას საქართველოში, როგორც ადრე იტყოდნენ, არცერთი შრომადღე არა აქვს გამომუშავებული".


"რა უნდა ელაპარაკო ადამიანს, რომელიც ორი წლის წინათ, ფრანგულ ავიაკომპანია ”ეარ ფრანსის” კუთვნილ თვითმფრინავს ტაშ-ფანდურით დახვდა, შემდეგ კი, პიარის გასაკეთებლად, პარიზში გაჰყვა. მას არასოდეს გასჩენია სურვილი, რომ ქართულ ავიაკომპანიას დახმარებოდა. თუმცა, რა არის გასაკვირი, იგი არ არის საქართველოს პრეზიდენტი...


მოღალატედ დაბადებული ადამიანი, როგორც ჩანს, ვერც გრძნობს ხოლმე, თუ როგორ ღალატობს ადამიანებს, საქვეყნო ინტერესებს, სამშობლოს. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე ყველაფრისთვის, აფერუმ, რომ ასე უდგახართ გვერდში ქართულ ავიაკომპანიას", - ამბობს გაიაშვილი.


წერილში, იგი იქვე შეაქებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაეპ ერდოღანს იმისათვის, რომ "თურქიშ ეარვეისი" მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა.


"ბედის ირონიაა, როდესაც ქალბატონ ზურაბიშვილსაც პრეზიდენტი ჰქვია და ერდოღანსაც, რომელმაც “თურქიშ ეარვეისი” მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ავიაკომპანიად ჩამოაყალიბა, სტამბოლში კი რეგიონის უდიდესი აეროპორტი ააშენა", - წერს ის.


20 მაისს გამართულ ბრიფინგზე, რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" ბოიკოტს უცხადებს და მოქალაქეებს მოუწოდა, მისი ბოიკოტი მათაც გაიზიარონ:


"მე ვაწესებ ჩემთვის, ეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ თქვენც გაიზიაროთ ბოიკოტი „აირზენაზე“, რომელიც არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რომ გამდიდრდეს. ეს ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს. გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ამ კომპანიის ბორტის გამოყენებისგან, სანამ ეს იქნება „აირზენას“ ხელში, რომ კიდევ არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ყველაფრისთვის მზად არის", - თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.




10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.




20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net