Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Апрель
2023

დარჩიაშვილის თქმით, სუდანში მყოფი საქართველოს ათეულობით მოქალაქე დახმარებას საჭიროებს

0
სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. როგორც მან თქვა, სუდანში მყოფი მოქალაქეები დახმარებას საჭიროებენ. 


„ჩვენ ძალიან გვაღელვებს ჩვენი მოქალაქეების ბედი სუდანში. ვიცით, რომ იქ სამხედრო კონფლიქტი და დაპირისპირება ძალიან რთულ გარემოს ქმნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენი ათეულობით მოქალაქე, რომელიც იმყოფება სუდანში, საჭიროებს დახმარებას და რაც შეიძლება მალე უსაფრთხოდ გამოყვანას სუდანიდან.


ჩვენ ძალიან აქტიურად ვახდენთ კომუნიკაციას მედიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვგულისხმობ და ყოველდღიურ რეჟიმში ვუზიარებთ ინფორმაციას ჩვენს მოსახლეობას და ჩვენი მოქალაქეების ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან დღეს სუდანში, იმ გადადგმულ ნაბიჯებზე, რასაც ჩვენ ვახორციელებთ", - თქვა დარჩიაშვილმა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.


„ჩვენ, სამწუხაროდ, შეზღუდული ვართ იმ კონკრეტული მექანიზმების გამონახვაში, რომელიც ქმედითად დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ, თუმცა ერთი, რაც შეგვიძლია (ეს ჩვენი მოვალეობაა), ვსაუბრობთ ყველა პარტნიორთან, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საქარველოს მოქალაქეები არ არიან სუდანში იქ ძალიან ბევრი ქვეყნის მოქალაქე არის ჩარჩენილი. მათთვის მთავარი რეკომენდაცია გაცემულია - დარჩნენ იმ ადგილებზე, სადაც ისინი არიან დღეს განთავსებულნი და მაქსიმალურად მოერიდონ ქუჩაში გადაადგილებას. ჩვენც, რა თქმა უნდა, მსგავსი რეკომენდაცია მივეცით ჩვენს მოქალაქეებს. მათ პირობა მივეცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ შესაძლებლობა მათი სუდანიდან დროულად გამოყვანის. ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ასევე ვცდილობთ მოვახდინოთ იდენტიფიცირება ადგილზე მათი საჭიროებების. ამ მიმართულებითაც, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ, დახმარება აღმოვუჩინოთ. დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე, საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევით, ყველა უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოყვანა მოხერხდება მშვიდობით და უვნებლად, რომლებიც ჩარჩენილები არიან სუდანში", - თქვა მინისტრმა.




 სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წუხელ, სუდანის დედაქალაქ ხართუმის აეროპორტში, სადაც ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, დაიწვა ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის თვითმფრინავი.


ის სუდანის ავიაკომპანია Badr Airlines-ს აქვს იჯარით აღებული და ხართუმის აეროპორტში იყო ბაზირებული.


ტვიტერზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უკიდია ცეცხლი ერთ-ერთ თვითმფრინავს.


თუმცა, არის თუ არა ეს სწორედ Myway Airlines-ის კუთვნილი საჰაერო ხომალდი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ავიაკომპანიის დირექტორი რატი ბაკურაძე.


სუდანში შეტაკებების დაწყების დღიდან, 15 აპრილიდან დღემდე, ხართუმის საერთაშორისო აეროპორტში მდგარი სულ ცოტა 14 თვითმფრინავი განადგურდა. მათ შორის, Saudia Airlines-ის, Belcanto Airlines-ის, SkyUp-ის თვითმფრინავები.


დაპირისპირებიდან მეშვიდე დღეს დედაქალაქ ხართუმში ისევ ისმის სროლის და აფეთქებების ხმა.


ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა.


ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net