ემანუელ მაკრონი: უკრაინასა და რუსეთს შორის ახლა მოლაპარაკების „ამინდი“ არ არის
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დრო არ არის. ამის ნაცვლად, მისი თქმით, „ამინდი ახლა სამხედროა“.
მაკრონმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის შეხედულებაც იმავეა.
„ახლა მოლაპარაკების დრო არ არის. სი ძინპინთან მისი მოლაპარაკების მიზანი ომისადმი მიდგომების კონსოლიდაციაა. კერძოდ, გაეროს წესდების პრინციპების მხარდაჭერა, ჰუმანიტარული სამართალი, ბავშვების დაცვა და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვა.
ვერ იარსებებს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა იქამდე, სანამ არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ მიმდინარე ან გაყინული კონფლიქტები ევროპაში. ასე რომ, თქვენ ხედავთ, რომ ამ ყველაფრისგან ჩნდება საერთო მატრიცა. არის თუ არა უკრაინა ჩინეთის დიპლომატიისთვის პრიორიტეტი? შესაძლოა, არა. ეს დიალოგი იძლევა შესაძლებლობას, რომ შერბილდეს ის კომენტარები, რომლებიც მოვისმინეთ ჩინეთის მხრიდან რუსეთის მიმართ გარკვეული თვითკმაყოფილების შესახებ“, – განაცხადა მაკრონმა.