Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2023

კლინიკა თუ ადგილი ქალაქის ცენტრში - რას უპირებენ „რესპუბლიკურს“?

0
კლინიკა თუ ადგილი ქალაქის ცენტრში - რას უპირებენ „რესპუბლიკურს“?

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ასობით ექიმმა 2023 წლის  თებერვალში ტელევიზიით გაიგო, რომ მთავრობა მათ შენობას დანგრევას უპირებს. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუსას თქვა, რომ „საავადმყოფოს მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“ და იქ ახალი უნდა აშენდეს. მინისტრის გამოსვლიდან გაირკვა ისიც, რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელიწად-ნახევარს მოანდომებს.  

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ რომ მიხედვა სჭირდება, ამაზე ექიმები არ დავობენ. ისინი ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაციისთვის პროექტიც კი მომზადდა. ამ პროექტის მიხედვით, კლინიკაში სარემონტო სამუშაოებს საავადმყოფოს მუშაობა არ უნდა შეეფერხებინა.  

„ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით რეაბილიტაციის პროექტს ერთი წელი აკეთებდნენ და იანვარში მორჩნენ, პრეზენტაციაც კი მოაწყვეს. ვიცით, რომ მის განსახორციელებლად ორმოც მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. და ახლა მინისტრი აცხადებს, ეს უნდა დაინგრეს და ახალი აშენდესო“, - ამბობს კლინიკის ქირურგი მალხაზ გოგუა.  

მინისტრის განცხადებას „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი მოჰყვა, აქამდე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა. 

„ახლა 2-3 წლით უნდა გაჩერდესო. ჩვენი კლინიკა ყოველთვიურად ათასამდე პაციენტს იღებს. გამოდის, ისინი სხვა საავადმყოფოებში უნდა გადანაწილდნენ. ექიმებიდან ზოგი იშოვის სამსახურს, ზოგი - ვერ იშოვის. კლინიკის მუშაობის შეწყვეტის გარეშეც შეიძლება მისი რეაბილიტაცია. რამდენიმე სართულის რეაბილიტაცია უკვე გააკეთეს კიდეც“,  - ამბობს ქირურგი გივი პისარევი. 

ექიმები ითხოვენ, მთავრობა კლინიკის რეაბილიტაციაზე შეჩერდეს, ან თუ გადაწყდა, რომ ახლის აშენებაა საჭირო, ის ახალიც ამავე ტერიტორიაზე, უკვე არსებული კლინიკის გვერდით აშენდეს, ისე, რომ მანამდე ექიმებმა ძველ შენობაში მუშაობა შეძლონ. 

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე „რესპუბლიკური“, 1973 წელს გაიხსნა. ეს არის 24-საათიანი, მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში ოცზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს, რასაც ლაბორატორიაც ემატება.   

„ათასამდე თანამშრომელია, აქედან ექიმი ალბათ ოთხასი იქნება. კლინიკაში 150 ადამიანი მუდმივად წევს... თან ეს იმდენად მყარი ნაგებობაა, რომ მისი დანგრევა ისე, რომ ირგვლივ რამე არ დაზიანდეს, ძალიან გართულდება. მგონია, არც არავინ დაანგრევს. ჩვენ გაგვიყვანენ, მერე აღმოჩნდება, რომ ვერ ანგრევენ და იტყვიან, მოდი, სხვაგან ავაშენოთო. ქალაქის ცენტრში კი შვიდ-ნახევარი ჰექტარი დარჩება, სადაც ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი - სასტუმროსიც, ოფისებისაც“, - ამბობს მალხაზ გოგუა. 

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ შენობას რემონტი ვეღარ უშველის და დემონტაჟი ნაწილობრივ მაინც შეეხება. და რადგან პროექტი მასშტაბურია, ვერც იმას მოახერხებენ, მშენებლობის პარალელურად იქ თუნდაც ამბულატორიის ნაწილმა იმუშაოს. 

 

„სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას“, - ასეთია მინისტრის დაპირება.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი ამბობს, რომ ჯერ არავინ იცის, რა პროექტის განხორციელებას აპირებს მთავრობა ამ ტერიტორიაზე.

 

„აქ ისეთი პროფესიონალები მუშაობენ, ყველა იშოვის სამსახურს, მაგრამ არ უნდათ, იგივე მოხდეს, რაც ონკოლოგიურში, ფსიქიატრიულში, ინფექციურში მოხდა, სადაც თითქოს რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო და დღემდე დაკეტილია. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, ექიმები ითხოვენ, რეაბილიტაცია ან კლინიკის გაჩერების გარეშე გაკეთდეს, ან ჯერ სხვა საავადმყოფო ააშენონ აქვე და, როდესაც მშენებლობა დასრულდება, მერე პერსონალი გადაიყვანონ“, - ამბობს ირაკლი ამირანაშვილი. 

ყოველდღიური აქციების პარალელურად, „რესპუბლიკურის“ ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поддержал команду кандидатов от «Единой России» на выборы в Мосгордуму


Спорт в России и мире
Москва

Площадь пожара в здании у метро «Динамо» в Москве составляет 400 квадратов


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Мария Шарапова

Мирра Андреева может стать новой Марией Шараповой


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Зеленая» повестка: участники экофорума выяснили, как реализуются приоритетные природоохранные программы





Путин в России и мире
Москва

Путин обсудил с и. о. президента Ирана взаимодействие внутри БРИКС


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

МИД Белоруссии назвал слова Пашиняна о Лукашенко "недальновидной позицией"




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Почему Зеленский не убедил саудовского принца, кража денег РФ, что готовят против России на саммите НАТО: обзор мировой политики 13 июня


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Ольга Бузова

Ольга Бузова споткнулась при выходе из автомобиля в Благовещенске



Москва

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net