Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2023

გიორგი კეკელიძე: წუხელ არ მეძინა, ვკითხულობდი დაგეშილი ადამიანების გზავნილებს ჩემზე, დათო ტურაშვილზე, სხვებზე. ამ ადამიანების უმრავლესს მარო მაყაშვილის სახელი ყურმოკვრით სმენია

0

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მწე­რალ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონდმა და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი სტი­პენ­დია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი მი­ი­ღებს 16 წლის სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, რო­გორც მას ეძა­ხი­ან “წყლის ჭავლზე მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა”. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა. ამის თა­ო­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ახალ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს:

“როცა შო­რი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მიკ­ვირ­და, იმ დიდი ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის ფონ­ზე, სულ ორ წე­ლი­წად­ში, რო­გორ მო­ხერ­ხდა, რომ ია­რა­ღი ავი­ღეთ და ერ­თმა­ნეთს და­ვუ­მიზ­ნეთ. დღეს აღარ მიკ­ვირს. იო­ლად მი­სახ­ვედ­რია. უმუხ­რუ­ჭო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მოვ­დე­ქით – სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლი მე­ო­რე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გა­უქ­მე­ბის მიზ­ნით. ლი­ბე­რა­ლიც და არა­ლი­ბე­რა­ლიც, მორ­წმუ­ნეც და ურ­წმუ­ნოც. ყვე­ლა­ფერს ვი­კად­რებთ, ოღონდ ვინ­მეს ვა­ა­მოთ, ოღონდ “ად­გი­ლი” შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ – რე­ა­ლუ­რი ან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი. ეს დღე­ე­ბი ქეთი დუმ­ბა­ძე­საც ვწერ­დი და სხვებ­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რა აზ­რზე იდ­გნენ და მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო თუ არა ეს კონ­კრე­ტუ­ლი აზრი ჩე­მის­გან, მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი გან­საც­დელ­ში არ უნდა მი­ა­ტო­ვო, მით უფრო თუ წარ­სუ­ლი გა­კავ­ში­რებს და მა­ში­ნაც, არა­ფე­რი რომ არ გა­კავ­ში­რებ­დეს. ასე ვცხოვ­რობ­დი სულ და რაც დამ­რჩე­ნია, ასე ვი­ცხოვ­რებ, რა­საც უნდა მკარ­ნა­ხობ­დეს კო­ნი­უქ­ტუ­რა – ვიწ­რო თუ ზო­გა­დი.

წუ­ხელ არ მე­ძი­ნა, მთე­ლი ღამე – ვკი­თხუ­ლობ­დი და­გე­ში­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზავ­ნი­ლებს ჩემ­ზე, დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, სხვებ­ზე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა­გა­ნაც უმ­რავ­ლესს მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ყურ­მოკ­ვრით სმე­ნია, გა­მარ­თულ ქარ­თულს ვერ აბა­მენ, პი­რი­დან მხო­ლოდ ღვარ­ძლი ამოს­დით და ახა­ლი თა­ო­ბის ჩაყ­ლაპ­ვის კრო­ნო­სუ­ლი გამ­ხე­ცე­ბუ­ლი ვნე­ბით არი­ან მო­ცუ­ლი, კად­რუ­ლობ­დნენ ყვე­ლა­ფერს, სა­დღაც და­ვა­ლე­ბუ­ლი და გა­ზე­პი­რე­ბუ­ლი ფრა­ზე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნებს მხარს უბამ­დნენ სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბიც. და და­ვი­ნა­ხე, თურ­მე რამ­დენს სდო­მე­ბია ჩემი სიკ­ვდი­ლი, რო­გორ უხა­რო­დათ ალ­ბათ მა­შინ ჩემი თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი წა­მე­ბა, სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რო­ბა და სა­ი­ქი­ოს კარ­ზე მი­კა­კუ­ნე­ბა.და რა­ტომ? იმი­ტომ რომ ერთ შე­სა­ნიშ­ნავ, მხი­ა­რულ და ბე­ჯით გო­გოს სტი­პენ­დია და­ვუ­ნიშ­ნე და ეს გოგო მათ აზრს უპი­რის­პირ­დე­ბო­და? არა, ცხა­დია.

და­ვუ­ნიშ­ნე, იმი­ტომ რომ და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ვარ­ჯი­შობს და შრო­მობს სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თვის, რო­გორ გა­მო­ხა­ტავს პო­ზი­ცი­ას, როცა სა­ჭი­როა და იქ­ნე­ბა ისე­თი მო­ქა­ლა­ქე, რო­გო­რიც მარო მა­ყაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, იმ მტრის ტყვი­ას რომ არ მო­ეკ­ლა, რო­მელ­საც ზო­გი­ერ­თი ასე ცხა­დად თუ ფა­რუ­ლად ეტ­რფითმარო მა­ყაშ­ვი­ლი საფ­ლავ­ში ბრუ­ნავ­სო – საფ­ლავ­ში იმ მტერ­მა ხომ არ ჩა­აწ­ვი­ნა, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სძაგს ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი? სი­ნამ­დვი­ლე­ში, ხომ ყვე­ლამ უცხა­დე­სად იცით, რომ არც ეს გო­გოა არა­ფერ შუ­ა­ში და არც სტი­პენ­დია. ცალ­კე აღე­ბუ­ლი – მარო მა­ყაშ­ვი­ლის სტი­პენ­დია რომ და­მე­წე­სე­ბი­ნა – ტაშს და­უკ­რავ­დნენ. ვინ­მე, “ნე­იტ­რა­ლუ­რის­თვის” რომ მი­მე­ცა – ასე­ვე ტაშს. მა­შინ აღარ იქ­ნე­ბო­და პრობ­ლე­მა, რომ კერ­ძო, პა­ტა­რა ფონ­დი, ჩე­მი­ვე ჰო­ნო­რა­რე­ბი­დან და­ზო­გი­ლი ფუ­ლით მცი­რე ფი­ნან­სურ წა­ხა­ლი­სე­ბას უწე­სებს ახალ­გაზ­რდებს. ახლა არის. და ვი­ცით რა­ტო­მაც. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბა კი­დეც რა­საც წერს, ზო­გი­ერ­თი ვერ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნას ვემ­სა­ხუ­რე. ამ ცხოვ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი მე­გობ­რის სახ­ლში ჩა­სად­გმელ გაშ­ლილ ლო­გინ­ში მე­ძი­ნა, შეც­დო­მა მომ­სვლია უამ­რა­ვი, მაგ­რამ მათ­გან უმე­ტე­სი უნებ­ლიე და არა ავი გან­ზრახ­ვით, ვმუ­შა­ობ­დი დღე-ღა­მე­ში 20 სა­ა­თი, მა­ში­ნაც კი, როცა მხო­ლოდ სიკ­ვდი­ლი მინ­დო­და, ვგრძნობ­დი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბას და სა­კუ­თარ თავს მი­ვათ­რევ­დი სამ­სა­ხურ­ში, თუმ­ცა არას­დროს ამი­ღია სა­ხელ­მწი­ფოს­გან არც პრე­მია, არც ჯილ­დო, არც წა­ხა­ლი­სე­ბა ჩემი შრო­მის გამო – ამას ხაზ­გას­მით ვა­კე­თებ­დი და თუ დამ­ცალ­და, ასეც გა­ვაგ­რძე­ლებ.

ვერ­ცერთ გრანტს ვერ და­ძებ­ნით ჩემ­გან აღე­ბულს – განა იმი­ტომ რომ ცუ­დია, უბ­რა­ლოდ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა ჩემი ცხოვ­რე­ბა. არას­დროს მი­ქია არ­ცერ­თი ხე­ლი­სუ­ფალი, ვერ­ცერთ დი­თირ­ამბს ვერ მო­ის­მენთ ვერ­ცერთ დრო­ში ჩემ­გან გას­რო­ლილს და ეს თა­ნაბ­რად აღი­ზი­ა­ნებ­და ყვე­ლას – “რო­გორ ხდე­ბა, რომ ეს კე­პ­კი­ა­ნი ბიჭი, ამ­დენ რა­მეს მო­ე­დე­ბა და თან არ მლიქ­ვნე­ლობს, არა­ვინ უდ­გას ზურ­გში და “ყვე­ლას უყ­ვარს”. ეს “ყვე­ლას უყ­ვარს”, ეს პო­პუ­ლა­რო­ბა არის ჩემი გა­ნა­ჩე­ნი და მთა­ვა­რი ბრა­ლი. უმ­ძი­მე­სი დეპ­რე­სია და შფოთვი­თი აშ­ლი­ლო­ბე­ბი გა­და­ვი­ტა­ნე, მათ­გან ერთს ახ­ლაც ვებ­რძვი, მთე­ლი ღა­მის უძი­ლო­ბის და შფოთვის ფონ­ზე, წერა ამ­წამ­საც მი­ჭირს (თავს არა­ვის ვა­ცო­დებ, ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია – მკა­ფიო და ზუს­ტი) და იო­ლად შე­მეძ­ლო, თბი­ლად ვმჯდა­რი­ყა­ვი სახ­ლში და ჩუ­მად მე­კე­თე­ბი­ნა ის არ­ცთუ ცოტა საქ­მე, რო­მელ­თაც ახლა არ ჩა­მოვ­თვლი – მშვე­ნივ­რად იცის მტერ­მაც და მოყ­ვა­რე­მაც. არ დავ­ჯე­ქი, იმი­ტომ რომ და­ვი­ნა­ხე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ამ ქვეყ­ნის­თვის რა­ღაც უკე­თე­ბია, ერთ მხა­რეს იდგა, მოყ­ვა­რე მოგ­ვი­წო­დებ­და და მტე­რი ხა­რობ­და. ად­ვი­ლი არ იყო ეს ჩემ­თვის – ბევ­რი რამ გა­დავ­ლა­ხე – სა­ზო­გა­დო თუ პი­როვ­ნუ­ლი. მერე, როცა და­ვი­ნა­ხე რომ უფ­რო­სი თა­ო­ბა ახალს აძა­გებ­და, ერთ-ერთს მათ­გან, და­ვუ­ნიშ­ნე სტი­პენ­დია, რო­გორც მხარ­და­ჭე­რის და თა­ნა­გან­ცდის ნი­შა­ნი, რომ მე მათ­თან ვარ იმ შეც­დო­მებ­თან და ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად, რა­საც ატა­რე­ბენ, რად­გან ისი­ნი არი­ან ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი და უნდა იცოდ­ნენ – სწავ­ლა, რწმე­ნა, შრო­მა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა იყოს მათი ლო­კო­მო­ტი­ვი.

და ამის კვა­ლად და­ვი­ნა­ხე სა­ხელ­წაშ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრბო. დამ­შვიდ­დით მე­გობ­რე­ბო, მე პო­ლი­ტი­კა, ამ სი­ტყვის პო­პუ­ლა­რუ­ლი და პარ­ტი­უ­ლი გა­გე­ბით არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს ად­რეც მით­ქვამს, მშვიდ დროს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ – სულ სხვა საქ­მე­ე­ბია ჩემი ვნე­ბა. არც რო­მე­ლი­მე ძა­ლის მომ­ხრე ვარ და რომ მდო­მე­ბო­და, ხელ­გაშ­ლი­ლი მე­პა­ტი­ჟე­ბო­და ყვე­ლა. როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მე ისევ ვი­ტყვი ხმა­მაღ­ლა სათ­ქმელს, როცა არ – გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბას. ასე­თი ვარ. ასე­თი და­ვი­ბა­დე. სიმ­შვი­დე ვერ იბუ­დებს ჩემ­ში, თუმ­ცა ოდეს­მე ალ­ბათ დად­გე­ბა გან­რი­დე­ბის დრო. მა­ნამ­დე აქ ვარ, გძულ­ვართ თუ გიყ­ვარ­ვართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი წევ­რი, თქვენ­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მხო­ლოდ უკე­თე­სის მსურ­ვე­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე”.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин назвал победителей конкурса «Педагоги года Москвы»


Спорт в России и мире
Москва

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Виктория Азаренко

Андреева назвала важнейшей в карьере победу над Азаренко на "Ролан Гаррос-2024"


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Проверку начали после загрязнения реки Сетунь в Москве





Путин в России и мире
Москва

Путин оценил идею создания в Москве памятника из советских монет к юбилею Победы


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Польше заявили о зловещем плане Киева


Навальный в России и мире
Москва

Раз нет протестов, будут санкции: как навальнисты и команда Ходорковского меняют стратегию борьбы с Россией



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Виктор Пинчук

Фотовыставка «Древнейшие пирамиды мира» пройдёт в Крыму



Москва

Учитель английского языка из Татарстана выиграла в гослотерею более 18 миллионов рублей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net