დღე ისტორიაში – 17 მარტი
ფაქტები
2014 წელს პოპ მომღერალმა სიამ გამოუშვა თავისი ჰიტ სინგლი “Chandelier”.
1995 წელს FDA-მ დაამტკიცა ჩუტყვავილას პირველი ვაქცინა.
1973 წელს ლორდ ჰოლფორდის მიერ დაპროექტებული ლონდონის ხიდი ოფიციალურად გახსნა დედოფალმა ელიზაბედ II-მ.
1973 წელს Pink Floyd-ის “The Dark Side of the Moon” დებიუტი შედგა Billboard-ის ტოპ 200 ჩარტში.
1969 წელს გოლდა მეირი გახდა ისრაელის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
1968 წელს Bee Gees პირველად გამოჩნდა ტელევიზიით. მათ შეასრულეს “Words” და “To Love Somebody” ედ სალივან შოუში.
1958 წელს ნასამ გაუშვა თანამგზავრი Vanguard I.
1950 წელს ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა აღმოაჩინეს კალიფორნიუმი, ახალი რადიოაქტიური ელემენტი.
1908 წელს ისტორიაში ყველაზე სწრაფი კრივის მატჩი გაიმართა. ტომი ბერნსმა ჯემ როში მხოლოდ 88 წამში დაამარცხა.
1905 წელს ალბერტ აინშტაინმა დაწერა თავისი პირველი ნაშრომი სინათლის კვანტურ თეორიაზე.
ცნობილი გამონათქვამები
„რაც უფრო ჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან, მით უფრო ბედნიერი და მხიარული ხარ. რწმენა არ არის ის, რაც რეალობას გვაშორებს, არამედ რაც გვაახლოებს მასთან”, – პაულო კოელიო.
წყარო/ფოტო: The Fact Site