EU-ს დროშის დაზიანების გამო რამდენიმე ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ზურა მახარაძე
საქართველოს პარლამენტის შენობასთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისთვის და დაწვისთვის პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი ზურა მახარაძე და მისი ოთხი თანამოაზრე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა დამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ატარებენ სამართლებრივ ღონისძიებებს ამ პროცესში ჩართული სხვა პირების დასაჯარიმებლად.
14 მარტს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.
მათ იქ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამის შემდეგ მუხლი მოიდრიკეს და დაიწყეს ლოცვა.
ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] დაიწყო. უწყებაში ამბობდნენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.
პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.