Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2023

რისმაგ გორდეზიანი: ფაქტი ერთია, მე არ შემიძლია მოვიწონო რაღაც, რომელიც არ მოსწონს ჩვენს ყველა კეთილისმოსურნე სახელმწიფოს

0

„სულ რომ გჯეროდეს, რომ ეს შესანიშნავი კანონია, როცა ამდენ ვნებათაღელვას გამოიწვევს, მგონი, უკან უნდა დაიხიო. თუმცა ამ ვითარებაში ამ კანონის მიღების არავითარი საჭიროება არ არის, ჩემი აზრით“, – ასე აფასებს აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის ანალოგს, რომლის მიღებასაც  „ქართული ოცნება“ აპირებს.

„ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს ჰკითხა, თუ რა საფრთხეს ხედავდა კანონის მიღებაში.

„ჩვენს დროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აღქმას. როგორ აღიქვამს ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ფაქტს. შეიძლება საზოგადოების ნაწილმა აღიქვას ცუდად. როდესაც ყველა უცხოური წყარო გეუბნება, გთხოვ, შეიკავე თავი ამ კანონის მიღებისგან, მე პირადად, გავუწევდი ამას ანგარიშს და  მერე დავფიქრდებოდი, რატომ? რაშია საქმე? თუ ამჯერად არ მაქვს ეს ყველა საფრთხე გააზრებული, დავფიქრდებოდი, რატომ ხდება ეს ასეთნაირად. ჩემი აზრით, ეს არის, ფაქტობრივად, არასათანადო დროს არასათანადო კანონის წამოყენების შედეგი“, – უთხრა რისმაგ გორდეზიანმა „ნეტგაზეთს“.

კითხვაზე, ამ კანონპროექტის მიღება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გეგმავს, შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ რუსეთის ჰიბრიდული ომის გამოძახილად, რისმაგ გორდეზიანი პასუხობს:

„მე არ მინდა ეს დავუკავშირო რუსეთის კანონს. რუსეთში აბსოლუტურად სხვა შედეგები ჰქონდა. თქვენ იცით, რომ ბოლოს და ბოლოს რუსეთში ადამიანი რომ გამოვიდეს, შეიძლება 15 წელი ციხეში ჩასვან ამის გამო.  მე არ მგონია, რომ ჩვენი კანონი ამ საფრთხეს რაღაცნაირად შეიცავდეს… მაგრამ ფაქტი ერთია, მე არ შემიძლია მოვიწონო რაღაც, რომელიც არ მოსწონს ჩვენს ყველა კეთილისმოსურნე სახელმწიფოს. ეს არ შემიძლია მოვიწონო. ჩავთვლი, რომ მე რაღაცაში ვცდები, მე თუ მომწონს [მარტო], რაღაცაშია საქმე. არ შეიძლება, რომ ჩემი ყველა კეთილისმოსურნე ჩავთვალოთ არაკეთილისმოსურნეებად“, – ამბობს რისმაგ გორდეზიანი.

როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოება და რა შეიძლება მოქალაქეებმა გააკეთონ მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ კანონმდებლები ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ, ჰკითხა „ნეტგაზეთმა“ აკადემიკოსს.

მე არ მგონია, რომ ისეთი წინდაუხედავები იყვნენ პარლამენტში, რომ არ გრძნობდნენ, საზოგადოებაში როგორი დამოკიდებულება არის ამ კანონის მიმართ.

სიმართლე გითხრათ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ამ კანონის მიღება არ მოხდება. ამაში ვარ დარწმუნებული. გუშინ კამათს ვუსმენდი [საკომიტეტო მოსმენას], რა აზრიც იქნა წამოყენებული [სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძის მხრიდან], რომ „ნუ ეცდებით, პირველი მოსმენით მივიღოთ, ჩავთვალოთ, რომ შედგა კამათი და გავაგზავნოთ ეს ტექსტები ვენეციის კომისიაში“. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვენეციის კომისიიდანაც მოვა დაახლოებით იგივე, რაც ახლა მოდის სხვადასხვა უცხოური წყაროდან ჩვენთან ამ კანონის მიმართ. თუ ვენეციის კომისიიდან ასეთი რაღაც მოვიდა, მაშინ ცხადია, რომ ვერავინ ვერაფერს ვეღარ იტყვის და უკან გაწვევა უნდა მოხდეს.

ამ კანონის გამო ქვეყანაში არეულობა დაიწყოს და რაღაც ემოციურ კრეტინიზმში გადავიდეს ეს ყველაფერი, მე, მაგალითად, არ მიმაჩნია  გამართლებულად“, – გვითხრა რისმაგ გორდეზიანმა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о мерах поддержки предпринимательства в Москве


Спорт в России и мире
Москва

Футболисты «Локомотива» – в расширенном составе сборной России на июньский сбор


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Северо-Западный банк СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

Титов о визите Путина в Китай: Можно говорить о настоящем повороте на Восток


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Europe1: Запад готовится убедить Зеленского принять принцип переговоров


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Клава Кока, Баста и Инстасамка показали первые посты в соцсети "ВКонтакте"



Москва

В Одинцовском округе продолжается работа по ремонту дорожной инфраструктуры

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net