Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2023

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენ არ ვიქნებით ოპოზიციურ პარტიებთან, რომელიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებს

0

პარტია „საქართველოსთვის“ არ იქნება იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი პარტიების: „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პირველ რიგში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოირჩევა იმ მოწოდებებით და ნაბიჯებით, რაც კრიტიკულ ვითარებებში „ოცნებას“ ეხმარება.

„ეს პარტია 24 თებერვალს იქნება იქ, სადაც იყო აქამდე – საქართველოს ევროპული მომავლის და ამ ქვეყნის დასავლური განვითარების, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ეს პარტია არ იქნება იმ პარტიებთან და იმ პოლიტიკოსებთან ერთად, რომლებიც „ოცნებისთვის“ მაშველი რგოლის ფუნქციას ასრულებენ. აგერ უკვე მერამდენე წელია და თვეა, ყველაზე კრიტიკულ შემთხვევაში, ვგულისხმობ პირველ რიგში, ბატონ ვაშაძეს, რომელთაც უკვე არაერთხელ გამოიყენეს ადამიანების გულწრფელი პროტესტი და გასულმა თვეებმა აჩვენა ეს ყველაფერი ძალიან კარგად. როცა რუსთაველის გამზირზე 100 ათასობით გულწრფელი ადამიანი იყო შეკრებილი და ქვეყნის დასავლურ განვითარებას უჭერდა მხარს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანები იყვნენ, მეც იქ ვიყავი და რომელ აქციაზეც ხან შენობებში შეჭრის მოწოდებები გაისმოდა, ხან ტექნიკური მთავრობის შექმნის მოწოდებები. ანუ ყველა ის მოწოდება და ყველა ნაბიჯი, რაც ყველა ჯერზე ეხმარებოდა „ოცნებას“ დღეს ამ როლს ასრულებს ბატონი ვაშაძე. ყოველთვის, როდესაც „ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი ხედავს, რომ ცვლილების რაღაც რესურსი გაჩნდა ასევე ყოველთვის, როდესაც ჩვენ გამოვდივართ რაღაც მნიშვნელოვანი ინიციატივით, ამის „გაფუცანებას” ცდილობს „ოცნება“ ვაშაძის მეშვეობით. ვაშაძე ყოველთვის იქ არის, სადაც „ოცნებას“ სჭირდება. 12 პუნქტთან დაკავშირებითაც ბატონი ვაშაძე იქ იყო, სადაც „ოცნებას“ დასჭირდა. დაიმახსოვრეთ, გავა გარკვეული პერიოდი და 100%-ით შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ ჩვენ ისევ ვნახავთ ფრუსტრაციას, როგორი ფრუსტრაციაც ზაფხულში ვნახეთ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილის თქმით, სასაცილოა „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“, და „სტრატეგია აღმაშენებელის“ მიერ ეროვნულ მოძრაობის დაანონსება.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასაცილოა, რაღაც წმინდა ხომ არსებობს? ეროვნულ მოძრაობაზე ვსაუბრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ გიორგი ვაშაძე, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ეროვნული მოძრაობის ლიდერებად? – ეს ხალხი გამოვიდა უკრაინის მხარდაჭერის ინიციატივით, ასე გაშუქდა ეს ყველაფერი და მერე ჩამოდგნენ და ეროვნული მოძრაობის იდეა გააჟღერეს. მე არ ვსაუბრობ იმ პატივსაცემ ადამიანებზე, მაგალითად აკია ბარბაქაძეზე, რომლებსაც იმედი გაუცრუვდებათ იმიტომ, რომ ამ ხალხმა არ იცის არც გიორგი ვაშაძის მოტივაცია და არც ზოგზოგიერთების მოტივაცია. ვიღაცის მოტივაცია ფულია, ვიღაცის თავის ამომრჩეველთან კეკლუცია, ვიღაცისთვის საარჩევნო ქულების დაწერაა. ყოველ ჯერზე, როცა მოქალაქეებს იმედი უცრუვდებათ, ეს ყველაფერი შედის „ოცნების“ ინტერესში. ეს კაცი აფუჭებს საქმეს, ეს კაცი ჯობია საერთოდ არ გაინძრეს, იჯდეს თავის პარტიაში, სადაც არის, და „ოცნებას“ არ დაეხმაროს ამ ქვეყნის წინააღმდეგ საქმის კეთებაში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ამას გაცნობიერებულად აკეთებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნათია მეზვრიშვილი გადაცემაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, საქართველო რუსეთში სანქცირებულ პროდუქციას არ ატარებს და ეს რომ ასე ყოფილიყო, 2022 წელს ექსპორტი არაპროპორციულად იქნებოდა გაზრდილი.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება არა თუ კითხვებს ხსნის, არამედ კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს.

„კობახიძის განმარტება არათუ კითხვის ნიშნებს მოხსნის, არამედ კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ აკეთებს განმარტებას. ადამიანი, რომელიც რუსეთს მტერს ვერ უწოდებს, ადამიანი, რომელიც არის არა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ „ოცნების“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ანტიდასავლური და სუფთად რუსული პროპაგანდის. ბუნებრივია, ამ ადამიანის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ნდობა ვერ ექნება, როგორც მთლიანად „ოცნების“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს აღარ აქვს ნდობა საერთაშორისო პარტნიორებში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин рассказал, как прошла акция "Ночь в музее" в Москве


Спорт в России и мире
Москва

"Спартак" обыграл "Рубин" в последнем матче Джикии


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Практически все животные Москвы вышли из зимней спячки до начала майских холодов





Путин в России и мире
Москва

Посол Ирана в РФ рассказал о встрече с Путиным по поводу ЧП с вертолетом Раиси


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Карди Би

«Мы все обдумываем»: Карди Би заговорила о примирении с Offset



Москва

Спасатели и техника МЧС РФ вылетели в Тебриз для участия в поисках вертолета Раиси

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net