ზუგდიდის შესასვლელთან ავტობუსს ხე დაეცა
0
ზუგდიდის შესასვლელთან მგზავრებით სავსე ავტობუსს ხე დაეცა.
ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილმა ხემ ავტობუსის წინა ნაწილი დააზიანა.
მძღოლმა გადაადგილების დროს დამუხრუჭება მოასწრო, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.
ავტობუსი თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრაობდა.
