ირანმა დაადასტურა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბელგიელ თანამშრომელს
ირანის საინფორმაციო სააგენტომ დაადასტურა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბელგიელ თანამშრომელს, რომელიც ირანში დააკავეს, 40 წლით მიუსაჯეს პატიმრობა.
ოლივიე ვანდეკასტელს ასევე მიუსაჯეს 74 როზგი, იტყობინება Reuters-ი.
ბელგიამ, ისვე როგორც ბრალდებულის ოჯახმა, დეკემბერში განაცხადეს, რომ ის დამნაშავედ ცნეს ჯაშუშობაში, აშშ-სთან ერთად ირანის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ფულის გათეთრებაში.
ვანდეკასტელმა უარყო ბრალდება, როგორც ყალბი, ხოლო ბრიუსელმა მას „შეთითხნილი“ უწოდა.