დენის შმიგალი: ოკუპანტების დამარცხების შემდეგ უკრაინა საკონტრაქტო არმიაზე უნდა გადავიდეს
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა საკონტრაქტო არმიაზე უნდა გადავიდეს.
მისივე თქმით, საკონტრაქტო არმიამ ყველა ადამიანს შესაძლებლობა უნდა მისცეს, შეიძინოს შესაბამისი ცოდნა და უნარები.
„ჩვენ უკვე ვიყენებთ ნატოს სტრატეგიული დაგეგმვის პრინციპებს, განათლებას, პერსონალის და ქვედანაყოფების მომზადებას. ამის წყალობით ჩვენ არა მარტო ვაკავებთ მტერს, არამედ ვათავისუფლებთ მის მიერ დატყვევებულ ტერიტორიებს. ჩვენი გამარჯვების შემდეგ უნდა გადავიდეთ ძლიერ საკონტრაქტო არმიაზე“, – განაცხადა შმიგალმა.