Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Январь
2023

კულტურის სამინისტრო ლევილის მამულიდან გავრცელებულ კადრებს ეხმიანება

0

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს საფრანგეთიდან, ლევილის მამულიდან. მოქალაქე ვახტანგ ბარამაშვილმა ფეისბუკზე გაავრცელა ვიდეო და ამბობდა, რომ განადგურებულია მნიშვნელოვანი მასალა.

"როგორი რეაბილიტირებულია ხედავთ. ეს არის 70 წლის განმავლობაში გამოცემული, წიგნები, ჟურნალები. არის ხელნაწერები, ერთმანეთთან მიმოწერები. იმასაც ვერ იფიქრებ, რომ რაღაც ნაწილი წაღებულია. როგორც დაალაგეს თავის დროზე თაროზე, ისევ ისე დევს. არც გამოკვლეულია, არც დასკანერებულია - საქართველოს უახლოესი ისტორიაა და ეს ყველაფერი უბრალოდ ყრია და ლპება. ფოტოებია ბევრი, ფირებია კიდევ. აი ასეთ მდგომარეობაშია ლევილი ახლა", - ამბობდა ვიდეოში ვახტანგ ბარამაშვილი.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სხვენში წლების განმავლობაში ჩადიოდა წყალი და აზიანედა არამატო იმ სივრცეს, არამედ შატოსაც. გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში სამინისტრომ სხვენის სახურავი შეაკეთა, რომ 2023 წელს, როცა უკვე საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები დასრულდება და მათ სრული რეაბილიტაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

"სინამდვილეში, სამინისტროს თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით. სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში", - წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში საუბარია უკვე გაკეთებულ და გასაკეთებელ სამუშაოებზე:

"2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან";

"2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის #2022 განკარგულება) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895,74 ევრო";

"პარალელურად მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია... გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო";

"რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად";

"რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა";

"2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია “Scop Val’Emploi“-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე";

კულტურის სამინისტრო ლევილის მამულთან დაკავშირებით განცხადების გავრცელება 2022 წლის მაისშიც მოუწია, როცა მოქალაქე ანი კალმახელიძემ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა.

"როგორც ფოტოებზე ხედავთ, სრულიად გაჩანაგებულია ყველაფერი. ეს ისტორიული სახლი, უბრალოდ ნაწილებად იშლება და ეზოს სარეველა ფარავს", - წერდა ის.

სამინისტროში მაშინ თქვეს, რომ გავრცელებული ფოტოები არ ასახავდა შატოს იმჟამინდელ მდგომარეობას.

ლევილის მამული, რომელიც პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარეობს და 45 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს საქართველოს 2016 წელს გადაეცა. დღევანდელი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო.

"1920-იან წლებში სწორედ სახელმწიფოს ხალხის ფულით ნოე რამიშვილის, ნოე ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილის და ჩვენი სხვა წინაპრების მიერ შეძენილ იქნა ეს მამული და შატო, საიდანაც ისინი საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებდნენ", - თქვა მაშინ მან.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ივლისის განკარგულებით ლევილის მამულში საჭირო სამუშაოებისთვის 5 მილიონი ევრო დამტკიცდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 2017-2026 წლებში უნდა ჩატარდეს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: фонд музея "Царицыно" собрал 61 тыс. произведений искусства


Спорт в России и мире
Москва

Вышел второй подкаст онлайн-лектория «Иннагрика» о возможностях аграрной генетики для молодых исследователей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Ролан Гаррос

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Очень дорого: во сколько обходится владение электромобилем в крупных городах





Путин в России и мире
Москва

Руководство Краснодара посетило китайский Харбин. Рассказываем подробности


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

БЕЛТА: Лукашенко и Путин обсудили представительство России на параде в Минске




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

НАТО оказалась не готова к войне с Россией. Тайное соглашение США и Киева: Враг нацелился на Белгород - источники


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Ирина Серегина

Сотрудники Росгвардии проверили готовность детских оздоровительных лагерей к работе в г.о. Клин



Москва

Общественное пространство для отдыха появится в сквере 6 микрорайона Лыткарина

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net