პირველი მაღვიძარა, თხა ბრიტანულ არმიაში, ოქროს ჩანგალი კატისთვის და სხვა უცნაური ამბები
აბრაამ ლინკოლნი ცნობილი იყო ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულით. ლინკოლნების ოჯახი ხშირად სადილობდა თავის კატასთან ერთად. ერთ-ერთი ფორმალური შეხვედრის დროს, თეთრ სახლში, აბრაამმა თავის კატას საკვები ოქროს ჩანგლით მიართვა. მისმა მეუღლემ აღნიშნა, რომ ეს “სამარცხვინო ჟესტი იყო სტუმრების თვალწინ”, ხოლო პრეზიდენტმა უპასუხა, “თუ ოქროს ჩანგალი საკმარისად კარგი იყო ჯეიმზ ბიუკენენისთვის, მაშინ ჩვენი კატისთვისაც შესაფერისი იქნება”.
მსოფლიოს პირველი მაღვიძარა მხოლოდ 4 საათზე რეკავდა. 1787 წელს ლევი ჰაჩინსი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ეს ნივთი გამოიგონა. მას სურდა ყოველ დღე, მზის ამოსვლამდე, 4 საათზე გაეღვიძა. მოწყობილობა შესანიშნავად მუშაობდა, თუმცა მას არასდროს გამოუთქვამს სურვილი გამოგონება კომერციული მიზნებისთვის გამოეყენებინა. კაცობრიობას კიდევ 60 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ისეთი მაღვიძარა შეექმნა, რომელიც ნებისმიერ დროს დარეკავდა.
თხა, სახელად უილიამი, ბრიტანეთის არმიაში მსახურობდა, როგორც კაპრალი. ეს ტრადიცია სათავეს 1844 წლიდან იღებს.
დედოფალ ელისაბედ II-ს ეკრძალებოდა “რკინის ტახტზე” დაჯდომა. ბრიტანული სამეფო კანონის თანახმად, მონარქს ეკრძალება სხვა ქვეყანაში ტახტზე ასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ტახტი გამოგონილ სამყაროს ეკუთვნოდა, დედოფალი მაინც მკაცრად იცავდა ამ წესს და მისი მონახულებისას ცდუნებამაც ვერ სძლია.
მაიკლ ჯექსონს “პარი პოტერის” მიხედვით მიუზიკლის დადგმა სურდა, თუმცა მისი იდეა უარყვეს. წამოწყებაზე უარი თავად ავტორმა განაცხადა. როულინგის თქმით, მას ეს შეუძლებლად მიაჩნდა.
შოკოლადის კრემი “ნუთელა” მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოიგონეს. მსოფლიოში არსებული სოციალური და ეკონომიკური კრიზისის გამო შოკოლადის ფასი ძალიან გაიზარდა და ხელმისაწვდომი აღარ იყო. პიეტრო ფერერომ “ნუთელას” საწყისი ფორმა შექმნა, ხოლო მისმა ვაჟმა პროდუქტს საბოლოო სახე მიანიჭა.
წყარო/ფოტო: The Fact Site