ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა ყველაზე მეტად ვითარება ცხელია ბახმუტსა და სოლედარში – ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ბიჭების დასახმარებლად
ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე მეტად ბახმუტსა და სოლედარში ცხელა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მებრძოლების დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.
“დონეცკის ოლქში – ბახმუტი, სოლედარი – ახლა, ისევე როგორც ადრე, ყველაზე ცხელია, ყველაზე მტკივნეულია. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ამ მიმართულებით ჩვენს ბიჭებს დავეხმაროთ. ჩვენს გმირებს, რომლებსაც მანდ დაცვა უკავიათ. ყველა, ვინც მანდაა, უდიდეს დაფასებას იმსახურებს”, – თქვა ზელენსკიმ.
მან მადლობა გადაუხადა ჩოპის მესაზღვრეთა რაზმს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
„ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქები – ვამაგრებთ ჩვენს ძალებს. სამხრეთი – ოკუპანტების შესაძლებლობების “გამინუსებას” ვაგრძელებთ. საზღვარი – ვამაგრებთ მთელ პერიმეტრს. შავი ზღვრის აკვატორია – ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ „კალიბრები“ ფსკერზე იყოს”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.