გია ხუხაშვილი: როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო…
0
“როდესაც ხუთი მებრძოლი ერთ დღეს გეღუპება, გლოვა უნდა გამოაცხადო…
უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი უკრაინაშიც საქართველოს იცავდნენ…”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. საქართველოს კიდევ 5 მოქალაქის დაღუპვაზე წერს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც. „ერთდროულად 5 ბიჭი მოგვიკლეს. აღარ შემიძლია ხალხო, აღარ!“ – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთის ომს 32 მებრძოლი შეეწირა.