გიორგი ხანიაშვილის ქერუბიმები, პორნოჟურნალები და ძაღლური ცხოვრება
![გიორგი ხანიაშვილის ქერუბიმები, პორნოჟურნალები და ძაღლური ცხოვრება](https://gdb.rferl.org/034d0000-0aff-0242-d93f-08dad2a74c65_cx2_cy17_cw87_w800_h450.jpg)
თუკი გიორგის შესახებ მეტის გასაგებად Google-ს მიაკითხავთ, ბევრს ვერაფერს იპოვით. ერთ-ერთ გამორჩეულ თანამედროვე ქართველ არტისტს არც საჯარო აქტივობები უყვარს და არც თავის თავზე ლაპარაკი. ძირითადად მოკლე წინადადებებით გპასუხობს, რომელთა შორისაც გრძელი პაუზებია.