სერგეი გაიდაი: რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ
რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
„რუსებს ესმით, რომ კრემენაიას ვერ დაიკავებენ. კრემენაიას დეოკუპაციის შემდეგ, რუბიჟნე შეიძლება შემდეგი გათავისუფლებული ქალაქი გახდეს, რადგან ორკები დიდხანს ვერ შეძლებენ იქ თავის დაცვას დანგრეული დასახლების გამო“, – აღნიშნა ლუგანსკი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.