Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2022

გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე

0
გერმანიის საგარეო უწყება მზადაა დაიწყოს დევნა რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ყველა შესაძლო დონეზე და ყველა არსებული საშუალებით, დაიწყოს დევნა რუსეთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე.

პარასკევს, 2 დეკემბერს, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერბოკმა რადიო თავისუფლების შეკითხვას ასე უპასუხა:

„ჩემი აზრით,  რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ასევე, მტკიცებულებების შეგროვებას სხვადასხვა იურიდიული დეპარტამენტების მიერ გარკვეული დანაშაულების შესახებ, რომლებიც შედის ქმედებების სიაში, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს - ასეთია ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები. ამიტომ ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს, რომ გამოვიყენოთ ისინი ბრალდებისთვის სხვადასხვა  საქმეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება“,  - განაცხადა ბურბოკმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთის გარდა ვეტოს უფლების მქონე სხვა ქვეყნებიც შედიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჰააგის სასამართლოში მონაწილეები. თუმცა, ისინიც საუბრობენ რუსეთის დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობაზე. საუბარი, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებზეა.

„მე აუცილებლად მიმაჩნია რუსეთის დანაშაულების დევნა უკრაინის წინააღმდეგ დაპყრობით ომთან მიმართებით. ამიტომ ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფოკუსირება უფრო რთულ დანაშაულზე, როგორიცაა „მოღალატური თავდასხმა სუვერენულ ქვეყანაზე“, რომელიც მოგვიანებით დაემატა ზოგად სიას“, - თქვა ბურბოკმა.

მან ისაუბრა ეჭვმიტანილთა შესაძლო დევნასთან დაკავშირებით წარმოქმნილ სამართლებრივი პრობლემებზეც.

„აუცილებელია, რომ ჩვენ ძალიან ზუსტად გავითვალისწინოთ დანაშაულის ყველა ელემენტი და არა მხოლოდ ის, რაც მხედველობაში იქნა მიღებული ადრე და სხვადასხვა პროცესში, სხვადასხვა საგანგებო ტრიბუნალებში - სწორედ ეს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უპირატესობა და უფლებამოსილება, რომელიც არ უნდა დავარღვიოთ“.

გერმანიაში სუვერენულ სახელმწიფოზე მოღალატური თავდასხმა განიხილება, როგორც უკიდურესად მძიმე დანაშაული საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ, აღნიშნავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი.

„თუ გვსურს ეს საკითხი სასამართლოში განვიხილოთ, ამ შემთხვევაში, ამოქმედდება საერთაშორისო სამართლის პრინციპი, რომელიც ცალკეულ ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობებს, წარადგინონ სასამართლოში ბრალდება ამ დანაშაულთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ახლა საფუძვლიანად განვიხილავთ ყველა არსებულ შესაძლებლობას. ჩვენ ეს საკითხი  ჩვენს პარტნიორებთან ეუთოს შეხვედრის ფარგლებშიც განვიხილეთ“,  - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

21 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს ალიანსის ყველა წევრს „მკაფიოდ განაცხადონ, რომ რუსეთის სახელმწიფოში არსებული რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა. მანამდე მსგავსი რეზოლუცია მიიღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთისა და ჩეხეთის პარლამენტებმა.

ოქტომბრის შუა რიცხვებში კი ბალტიისპირეთის ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოუწოდეს ევროკავშირის ქვეყნებს და მათ საერთაშორისო პარტნიორებს შექმნან ტრიბუნალი, რომელიც გამოიძიებს რუსი სამხედროების შესაძლო დანაშაულებს უკრაინის ტერიტორიაზე და საფუძველს ჩაუყრის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დღემდე არ არსებობს ასეთი ტრიბუნალის შექმნის მექანიზმი. უკრაინაში შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად დაიწყო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ, რომლის წევრიც არ არის რუსეთი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве


Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисисты Рублев, Хачанов и Самсонова не сыграют на Олимпиаде-2024


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Evanescence

Сооснователь Evanescence гитарист Бен Муди выпустил ремикс их трека Haunted



Москва

Путин: Россия ведет борьбу с империалистической политикой США

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net