12 წლის გოგოს მიმართ სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ 63 წლის კაცს გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 1959 წელს ნ.ბ.-ს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ვერსიით, 6 სექტემბერს, ბრალდებული 12 წლის დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით არასრულწლოვნის გაუპატიურებას შეეცადა.
პოლიციამ ნ.ბ. 8 სექტემბერს დააკავა.
ნ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.