ვინ მეფობდა ყველაზე დიდხანს მსოფლიოს ისტორიაში
დიდი ბრიტანეთის ყველაზე გრძელვადიანი მონარქი ელისაბედ II იყო. იგი საკუთარ ქვეყანას 70 წლის განმავლობაში ემსახურებოდა და 8 სექტემბერს შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გარდაიცვალა. მაგრამ ვინ მეფობდა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდხანს? ლუი XIV, რომელიც 1643-1715 წლებში წლებში მართავდა საფრანგეთს. მან სულ 72 წლის და 110 დღის განმავლობაში იმეფა. იგი ვერსალის სასახლეში გარდაიცვალა. ლუი XIV აბსოლუტური მონარქიის და კლასიკური ხანის სიმბოლოდ მიიჩნევა.
წყარო/ფოტო: biography.com