Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Сентябрь
2022

სალომე სამადაშვილი: ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის ივანიშვილის ოჯახის უსაფრთხოებისთვის არის დაქირავებული

0

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანია, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს.

როგორც სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, რადგან ის კითხვებს მაინც არ უპასუხებს.

„არ ვაპირებ, რომ პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენაში მონაწილეობა მივიღო იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამას არანაირი აზრი არ აქვს, მითუმეტეს, როდესაც გადაწყვიტეს, რომ სხდომა ნაწილობრივ დახურონ. შეკითხვები თუ იქნებოდა, მასზე პასუხები არ აქვთ. ამ ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია, სხვა ფუნქცია არ გააჩნია. რეალურად, ლილუაშვილი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დაქირავებული ადამიანი, რომელიც ასრულებს იმ დავალებებს, რასაც ივანიშვილი აძლევს. თავის მოჩვენება არის, თითქოს ის სახელმწიფო უწყებას წარმოადგენს და ქვეყანაზე ზრუნავს. მგონი ყველას გვესმის, რომ ეს უბრალოდ სპექტაკლია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გრიგოლ ლილუაშვილისთვის კითხვების დასმას აზრი არ აქვს, რადგან პასუხს მაინც ვერ მიიღებს.

„რა შეკითხვა უნდა დავუსვა ლილუაშვილს უკანონო მოსმენებსა და მიყურადებაზე, როდესაც იმ პოლიტიკურმა გუნდმა, ვისაც პარლამენტში უმრავლესობა ჰქვია, დაძლია პრეზიდენტის ვეტო, მიიღო კანონპროექტი, რომელზეც აშშ-ის საელჩომ გააკეთა ცალსახა შეფასება, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვაზე, მაშინ რა აზრი აქვს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნას, თუ სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს და კითხვებს არ დასვამს, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ „ლელო“ პარლამენტში საქმიანობას აპირებს იმ მთავარი ამოცანით, რასაც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება ჰქვია.

„დღეს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე მართავს პოლიტიკური დევნის ორგანოს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჰქვია. მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტში ფაქტობრივად ჩადებულია მუქარა, მათ შორის ოპოზიციის და თავისუფალი მედიის მიმართულებით, ამ კაცისთვის შეკითხვის დასმას რა აზრი აქვს უბრალოდ არ ვიცი. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში, აზრი აქვს ერთადერთ რამეს – მოვითხოვოთ, რომ ის გადადგეს. მიმაჩნია, რომ სუს-ი ასეთი სახით არ უნდა არსებობდეს და ხელისუფლება როცა შეიცვლება, ერთ-ერთი რეფორმა, სწორედ ამ სფეროს უნდა შეეხოს. სუს-ი უნდა გაუქმდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან ასევე საპროტესტო აქციების ჩატარებაზეც ისაუბრა და ქუჩის აქციები არ გამორიცხა. სალომე სამადაშვილის თქმით, 20 სექტემბერს დაიწყება საპროტესტო აქციები თუ სხვა დროს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ის, რომ საქართველო დემოკრატიულ პროცესს შორდება.

„რაც შეეხება ქუჩის აქციებს და დემონსტრაციებს, დემონსტრაციები ამ ქვეყანაში ყოველთვის იმართებოდა და მომავალშიც გაიმართება. დემოკრატია და ქუჩის აქცია არის დემოკრატიის განუყოფელი ნაწილი. ამიტომ, სუს-ის და „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს აქციის გამართვა არის დანაშაული, ნუ ავყვებით. დემოკრატია თუ გვინდა, დემოკრატიის ნაწილი არის ქუჩის აქციები“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნები რაც უფრო მალე ჩატარდება, მით უკეთესი, მაგრამ მთავარია, როგორ და რა სისტემით.

„ვადამდელი არჩევნები არის სასურველი იმიტომ, რომ რაც უფრო სწრაფად დასრულდება „ქართული ოცნება“, მით უფრო სწრაფად იქნება ამ ქვეყნისთვის შანსი, რომ ევროკომისიის მოთხოვნები შესრულდეს“,-განაცხადა სამადაშვილმა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал об уникальных составах, которые поедут по БКЛ в эти выходные


Спорт в России и мире
Москва

Юные шахматисты Союза армян Чувашии посвятили турнир Году семьи и Дню защиты детей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Свёнтек прошла в полуфинал турнира WTA-1000 в Риме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

СберСтрахование объединила защиту от кибератак и экорисков в одном полисе





Путин в России и мире
Москва

Политолог Пшеничников: визит Путина в Китай укрепил союз Москвы и Пекина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Шесть городов Белоруссии и Азербайджана стали побратимами




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Терпящий военные неудачи Зеленский вымещает зло на верующих: в Киеве под покровом ночи снесли церковь, православным хотят запретить молиться дома


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Диана Арбенина

Диана Арбенина и «Ночные Снайперы» станут хедлайнерами GARAGE FEST Игора Драйв



Москва

В жилом комплексе Новое Летово в остеклении лоджий используются запатентованные системы алюминиевых профилей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net