ცესკოს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი
ცესკოს წევრის შესარჩევ ხელახალ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 3 განაცხადია წარდგენილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატთა სიას აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაში არიან: დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ასევე პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარედგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები. შესაბამისად, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.