გამაგებინეთ რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი? – გლდანის ციხის პატიმარმა სავარაუდოდ, ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა
გლდანის ციხის პატიმარმა სავარაუდოდ, ბადრაგს იარაღი წაართვა და თვითმკვლელობა სცადა. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სამართალდამცველებმა მათ უთხრეს, რომ გურამ სვანიძემ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავის არეში მიიყენა. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ამ წუთებში კი მართვიდ სუნთქვაზე იმყოფება
გურამ სვანიძის ოჯახის წევრები ასევე ამბობენ, რომ მათ უთხრეს, რომ სუიციდის მცდელობა იმ დროს მოხდა, როცა ბრალდებულს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან სასჯელაღასრულების დაწესებულებაში აბრუნებდნენ.
არსებული ინფორმაციით, 28 წლის კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გურამ სვანიძე მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დააკავეს. მისი დაკავების მიზეზი გახდა საწვავი, რომლის საფასურიც 28 წლის ბიჭმა არ გადაიხადა.