ქეით მიდლტონის ნიშნობის ბეჭედი დედოფალ ვიქტორიას შთაგონებით შეიქმნა
ქეით მიდლტონის განსაცვიფრებელ საფირონის ნიშნობის ბეჭედს, რომელიც ოდესღაც პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა, საკმაოდ რომანტიკული ისტორია აქვს. საკულტო ბეჭედი, რომლითაც პრინცმა უილიამმა 2010 წელს ქეითს ცოლობა შესთავაზა, კარგად არის ცნობილი, რადგან პრინცმა ჩარლზმა დაიანას იმავე ბეჭდით სთხოვა ხელი, თუმცა მისი დიზაინი მე-19 საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. გარარდი, ბეჭდის ავტორი, შთაგონებული იყო სამკაულით, რომელიც პრინცმა ალბერტმა შეუკვეთა თავისი მომავალი საცოლის, დედოფალ ვიქტორიასთვის, 1840 წელს. დიდი საფირონი გარშემორტყმული თორმეტი მრგვალი ბრილიანტით.
მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, დედოფალი ვიქტორია ხშირად ატარებდა ამ გულსაბნევს. როდესაც იგი გარდაიცვალა 1901 წელს, სამკაული გვირგვინის მემკვიდრეობად გამოცხადდა. მას ამჟამად დედოფალი ელისაბედი ატარებს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
პრინცმა ჩარლზმაც ნიშნობამდე დაიანას ის კოლექცია წარუდგინა, სადაც საფირონის და ბრილიანტის ბეჭდები იყო, რადგან ეს ყველაფერი მას იმ გულსაბნევს ახსენებდა, რომლითაც ხშირად უნახავს ბებია და დედა. მომავალმა პრინცესამ საფირონის საკულტო ბეჭედი აირჩია. დაიანას თქმით, იგი მის თვალის ფერს ემთხვეოდა. 1981 წელს საკმაული 37,500 დოლარად შეფასდა, ხოლო დღეს მისი ისტორიიდან და დაიანასთან კავშირიდან გამომდინარე, უკვე ფადსაუდებელ ნივთად იქცა.
წყარო: people.com
ფოტო: graziadaily.co.uk