აშშ დამატებით სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას, პირველად მიაწვდის დრონებს
აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის მიაწვდის უპილოტო საფრენ აპარატებს - Scan Eagleი-ის ტიპის დრონებს, ასევე ნაღმსაწინააღმდეგო ავტომობილებს, ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს და ჰაუბიცებს, რათა დაეხმაროს უკრაინის არმიას დაიბრუნოს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორია და კონტრიერიში განახორციელოს რუსეთის არმიის წინააღმდეგ.
აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა 19 აგვისტოს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დახმარების ახალი პაკეტი, რომლის მოცულობა 775 მილიონ დოლარს უდრის, შეიცავს 15 Scan Eagleი-ის ტიპის დრონს, 40 ნაღმსაწინააღმდეგო ავტომობილს MRAP-ს, რომლებიც ალყის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, ასევე 2000 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვს, რაც შესაძლებლობას მისცემს უკრაინის ჯარს წინ წავიდეს სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის არმიამ ნაღმები განალაგა.
ვინაობა თავდაცვის უწყების წარმომადგენლისა, რომელიც ჟურნალისტებს შეხვდა, არ ვრცელდება პენტაგონში მიღებული წესის თანახმად.
მისი თქმით, HIMARS-ის სისტემის რაკეტებთან ერთად, რომელთა აუცილებლობა დიდია, უკრაინას მიაწვდიან სისტემებს, რომელიც "უკრაინელებმა მშვენივრად გამოიყენეს, განსაკუთრებით კონფლიქტის პირველ დღეებში - ეს არის Javelin-ის სისტემა. [უკრაინას] მივცემთ დამატებით ამ ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემის 1000 ერთეულს. ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც უკრაინის წარმატების მუდმივ საწინდარს“.
სამხედრო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ აშშ-ს სურს დაეხმაროს უკრაინას მომავლის არმიის შექმნაში, რადგან ომი ჭიანურდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სიტყვები მოჰყავს სააგენტო AP-ს: „ეს შესაძლებლობები გულმოდგინედ არის შემოწმებული, რათა ბრძოლის ველზე მიღწეულ იქნეს უდიდესი განსხვავება და მოლაპარაკების მაგიდასთან კი გაძლიერდეს უკრაინის პოზიცია“, - წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერით გაავრცელა სამადლობელი განცხადება აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტის გამო: „ჩვენ აგრესორზე გამარჯვებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ექვსი თვე გავიდა. ბაიდენის მმართველობის პერიოდში აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების რაოდენობამ 10,6 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2021 წლის აგვისტოს შემდეგ აშშ-მა მე-19-ჯერ მიაწოდა უკრაინას აღჭურვილობა თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან.
ომის ბოლო ოთხი თვის განმავლობაში რუსეთი ორიენტირებული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის დაკავებაზე, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები უკვე რვა წლის განმავლობაში აკონტროლებენ ტერიტორიის ნაწილს, როგორც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს. რუსეთის ძალებმა მიაღწიეს გარკვეულ მიღწევებს აღმოსავლეთში, მაგრამ თავდაცვა უწევთ სხვაგან, რადგან უკრაინა აძლიერებს თავდასხმებს ყირიმში, უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მოსკოვმა 2014 წელს დაიკავა.