Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2022

ლორა თორნტონი: ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია – ძალაუფლების შენარჩუნება და ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები

0

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ,- ამის შესახებ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორც შეაფასებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს. ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების განცხადებებზე, სადაც აღნიშნავენ, რომ ამერიკის ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს და ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა.

„ პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა ირაკლი კობახიძისა და სხვებისგან.

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ [საქართველოს მთავრობას] არ სურთ იყვნენ ნატო-ს, ევროკავშირის წევრები.

ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.

როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს”,- აღნიშნავს თორნტონი.

მისივე თქმით, მას უნდა სჯეროდეს, რომ ქვეყანას ისევ აქვს პროდასავლური ღირებულებები, თუმცა, მისივე შეფასებით, „ყველაფერს, რასაც საქართველოს მთავრობა აკეთებს საპირისპიროს მიუთითებს“.

„დაბნეული ვარ. აკრიტიკებ [დასავლელ პარტნიორებს], ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. ასე რომ, როდესაც ასეთი კრიტიკა ისმის, მაშინ ვფიქრობთ: “კარგი, მათ კურსი შეიცვალეს”.

როდესაც ასეთ მოკავშირეს ასე, საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება. თუ არსებობს რაიმე სხვა ახსნა, სხვა მიზეზი, რატომ აკეთებენ ამას, მაშინ მისი გაგება მე არ შემიძლია. მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანას ისევ აქვს პროდასავლური ღირებულებები, მინდა ამის მჯეროდეს. თუმცა, ყველაფერი, რასაც ისინი [საქართველოს მთავრობა] აკეთებენ, საპირისპიროს მიუთითებს. ხალხის დასავლეთის წინააღმდეგ შემოტრიალება პირველი ნაბიჯია, რომელიც თუ უფრო ნეიტრალური, არამიმხრობითი სტატუსისკენ წავა, მაშინ ძალიან შემაშფოთებელი იქნება”,- აღნიშნავს თორნტონი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: 15 июня начинается самый масштабный сезон фестиваля «Усадьбы Москвы»


Спорт в России и мире
Москва

Турниры, проходящие при содействии Федерации шахмат г. Ростова-на-Дону


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Веснина

«Мирра Андреева обладает удивительной выживаемостью» // Олимпийская чемпионка по теннису Елена Веснина об итогах женского Roland Garros


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Байрактар: Турция и Россия определили дальнейшие шаги по проекту "газового хаба"





Путин в России и мире
Москва

Путин на следующей неделе встретится с участниками программы «Время Героев»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Дмитрий Шостакович

В Баку впервые прозвучит «Ленинградская» симфония Дмитрия Шостаковича



Москва

Расстрелявший в Москве скейтера мужчина находится в крайне тяжелом состоянии

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net