Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2022

წინანდლის მუზეუმში ტურისტმა ექსპონატი დააზიანა - მომხდარს მუზეუმის ადმინისტრაცია სწავლობს

0
წინანდლის მუზეუმში ტურისტმა ექსპონატი დააზიანა - მომხდარს მუზეუმის ადმინისტრაცია სწავლობს

თელავში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციამ მოკვლევა დაიწყო 13 აგვისტოს მუზეუმის ერთ-ერთ სივრცეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. დამთვალიერებელმა,  სავარუდოდ, დაუდევრობით,  ვიტრინა გატეხა, რომელშიც სამუზეუმო ექსპონატები იყო განთავსებული.  

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში  15 აგვისტოს ჟურნალისტმა ანა მარშანიამ გაავრცელა, თავისი დის მონათხობის საფუძველზე.  

მაკა მარშანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა,  რომ 13-14 აგვისტოს სოფელ წინანდალში მდებარე სასტუროში დასვენებისას ორჯერ დაათავლიერა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი, რა დროსაც ცვლილიება შენიშნა.

13 აგვისტოს  მან სახლ-მუზეუმის ნაწილის დაათვალიერებისას სხვა ნივთებთან ერთად ნახა ალექსანდრე ჭავჭავაძის ოქროს (ჯიბის) საათი, ნინო ჭავჭავაძის მარაო და პერანგის საკინძები.  მომდევნო დღეს, 14 აგვისტოს სახლ-მუზეუმში ხელახმა მისულმა შენიშნა, რომ ის ადგილი სადაც საათი, მარაო და საკინძები იდო,  ცარიელი იყო,  ვიტრინის ნაცვლად  მაგიდა იდგა, რომელსაც მხოლოდ  გადასაფარებელი ეფარა.

"დავინტერესდი სად წაიღეს ექსპონატები. გიდმა მითხრა, რომ გუშინ ეს ვიტრინა რუსმა ტურისტებმა დაამსხვრიესო.  დეტალურად მოჰყვა ამბავს ისე, რომ სავარაუდოდ, თავად იყო ამის შემსწრე. გიდი ძალიან შეწუხებული იყო მომხდარით. როგორც მან  მითხრა,  ტურისტების ოჯახს ბავშვი [ექსპონატების წინ ბარიერის] თოკზე დაუსვამს, ბავშვი ქანაობდა, მერე უკან გადავარდნილა და ვიტრინა ჩაუმსხვრევია.  შემთხვევის შედეგად გატყდა ერთ-ერთი ექსპონატი -  მარაოო” - ამბობს მაკა მარშანია, მუზეუმის გიდზე  დაყრდნობით.

მისივე მონათხრობით, "ვიდრე მუზეუმის ადმინისტრაცია შემთხვევის ადგილზე  დაზაინებული  ექსპონატის მდგომაროებას არკვევდა, ტურისტებმა მუზეუმი საერთოდ დატოვეს."

„რანაირად უნდა გაგექცეს მუზეუმიდან ოჯახი, რომელიც ექსპონატების ვიტრინას დაგილეწავს? - კითხულობს მაკა მარშანია.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელს. მაია კოკოჩაშვილმა მომხდარი ინციდენტი დაგვიდასტურა და თქვა, რომ "ამ საკითხზე ბევრი რამ არასწორად გავრცელდა".

„მარაო ნამდვილად დაზიანებულია, მაგრამ რასაკვირველია აღდგენადია. აქვე უნდა გითხრათ, რომ მარაო ეკუთვნოდა არა ნინო ჭავჭავაძეს, არამედ ანა ბაგრატიონს, თუმცა იგივე მნიშვნელობისაა. რადგან ასეთი დიდი ინტერესია სოციალურ ქსელში, მოკლე დროში ჩვენ ოფიციალურად გამოვაქვეყნებთ ჩვენს პოზიციას.  რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი ვინც მომხდარში ფიგურირებენ ამას ვერ გეტყვით, რადგან  რუსულად ლაპარაკობენ, უკრაინელებიც, ბელარუსებიც, რუსებიც. მე არც მისი გვარი ვიცი, არც პასპორტი მინახავს“ -  თქვა მაია კოკოჩაშვილმა.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, მომხდარის შესახებ შეატყობინეს თუ არა პოლიციას.  კოკოჩაშვილმა გვიპასუხა: „რატომ მეკითხებით ამას? ეს არ არის ძალიან დიდი და ურთულესი ფაქტი, რომლის გამოკვლევაც არ შეიძლება. ჩვენ დრო გვჭირდება, რომ თავად მოვიძიოთ ის ინფორმაცია რაც ჩვენ ხელთ არის და ამის შემდეგ შეგვიძლია მოსაზრებები ვთქვათ და დასკვნები გავაკეთოთ“ - გვითხრა მაია კოკოჩაშვილმა და დაამატა, რომ შემთხვევები ყველგან ხდება, მათ შორის ლუვშრიც.

„შეიძლება ადამიანი მუზეუმში მივიდეს დიდი პატივისცემით, მაგრამ გული წაუვიდეს დაეცეს და რამე დააზიანოს, ასეთიც ხომ შეიძლება მოხდეს?“- ამბობს მუზუემის ხელმძღვანელი.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში არ უპასუხეს შეკითხვას, დაინტერესდებიან თუ არა მომხდარით მას შემდეგ, რაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელდა. სამინისტროსთვის მომხდარის შესახებ მუზეუმის ადმინისტაცია არ უცნობებია. 

მუზეუმის ადმინისტრაცია შიდა აუდიტის შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას, მოკველვის დასრულებსი შემდეგ გეგმავს.

ამჯამად სახლში, რომელიც მე-18 საუკუნეში მოღვაწე პოეტსა, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტს ალექსანდრე ჭავჭავაძეს ეკუთვნოდა  სახლ-მუზეუმია განთავსებული. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი აერთიანებს  - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, ბაღს და მე-19 საუკუნის უნიკალურ ღვინის მარანს.  2007 წლიდან წინანდლის კომპლექსს მართავს კომპანია „სილკ როუდ  ჯგუფი“. მუზეუმი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Москва увеличивает объемы специализированной медицинской помощи


Спорт в России и мире
Москва

В столице Туркменистана - Ашхабаде открыли памятник легендарному армянскому поэту и композитору Саят-Нове


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисист Медведев потеряет место в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В парке на востоке Москвы нашли тело школьницы





Путин в России и мире
Москва

IRNA: Путин провел встречу с послом Ирана после крушения вертолета Раиси


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Тимати

«Справляюсь только медикаментозно»: мать Тимати призналась в тяжелом недуге



Москва

Стала известна культурная программа российско-китайского форума «АмурЭкспо»

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net