Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Август
2022

ბელარუსმა აქტივისტებმა "ლელოსთან" აქცია გამართეს - რუსები არ ვართ და საქართველოს სახელმწიფოს საფრთხეს არ ვუქმნით

0
ბელარუსმა აქტივისტებმა

საქართველოში მცხოვრებმა ბელარუსის მოქალაქეებმა "ლელოს" ოფისთან აქცია გამართეს და ამ გზით გააპროტესტეს პარტიის ინიციატივა, რუსეთის მოქალაქეებთან ერთად, ბელარუსებსაც დაუწესდეთ სავიზო რეჟიმი საქართველოში შემოსასვლელად.

ბელარუსების აქცია იყო მცდელობა ქართველი პოლიტიკოსებისთვის აეხსნათ, რომ მათი რუსებთან გათანაბრება კრემლის ინტერესებს ემსახურება და რომ აქ მყოფი ბელარუსების უმეტესობა, გარდა იმისა, რომ პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, თავშესაფრად მიიჩნევს ამ ქვეყანას, როგორც ერთადერთ დასავლურ სახელმწიფოს, სადაც ჯერ კიდევ შეუძლიათ სანქციებში მყოფი ბელარუსიდან გამოექცნენ ლუკაშენკას რეპრესიებს.

"ბელარუსების აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის ქვეყნებში შემდგომი ფრენისთვის ვიზის მისაღებად. ვინც საქართველოში დიდხანს რჩება, როგორც წესი, IT სექტორის თანამშრომლები არიან – დასავლურ კომპანიებში მუშაობენ, იქ შოულობენ ფულს და საქართველოში ხარჯავენ, მაგრამ ეკონომიკიდან უცხოურ ვალუტას არ რეცხავენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ბელარუსის პრობლემაზე ყურადღება საგრძნობლად შემცირდა. საზღვარგარეთ რეპრესირებულ ბელარუსებს არ აქვთ მხარდაჭერა, ზოგიერთი ორგანიზაცია უარს ამბობს თანამშრომლობაზე. იმის გამო, რომ ოფიციალურმა ბელარუსმა თავისი ტერიტორია გამოყო რუსეთის ჯარებისთვის, ხშირად ისმის ბრალდებები რიგითი მოქალაქეების მიმართ. ეს საქართველოშიც შესამჩნევია. მაგალითად, TBC ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უარი თქვა ბელარუსებისთვის ანგარიშების გახსნაზე", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ისინი აქცენტს აკეთებენ იმ რეპრესიებსა და დევნაზე, რომლებსაც 2020 წლის მასობრივად გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ლუკაშენკა ახორციელებს მისი ოპონენტებისა და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. აქციის ორგანიზატორები ყურადღებას ამახვილებენ ასევე იმაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა გადაიტანა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ბელარუსიდან, სადაც აქტივისტები შესაძლოა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო აღმოჩდნენ ციხეში, საპატიმრო დაწესებულებებში კი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ხდებიან. ამის მიუხედავად, ბელარუსები პარტიზანულ ომში არიან ჩართული უკრაინის მხარდასაჭერად და სიცოცხლეს რისკავენ მათ დასახმარებლად.

"მიუხედავად იმისა, ჩვენ გვყვავს ხელისუფლება, რომელიც ვერ გრძნობს  და აღიქვამს იმ საფრთხეებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთიდან და მასთან დაკავშირებული სახელმწიფოებიდან, საქართველოს ჭირდება გონივრული საემიგრაციო პოლიტიკა. ჩვენი კანონპროექტის ძირითადი აქცენტრი არის რუსებზე და რუსეთიდან მომდინარე ვიზიტორების ძალიან დიდ ტალღებზე, ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს ბელარუსის მოქალაქეებისთვისაც სავიზო რეჟიმის გამკაცრებას იმის გამო, რომ ბელარუსი არის ის სახელმწიფო, რომელიც არაპირდაპი არის უკრაინის მიმართ აგრესიაში ჩართული.

ჩვენ დღეს აქციაზე მოსულ ადამიანებს ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მოთხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც გამოექცნენ რეჟიმს. პირიქით, გონივრული სავიზო და საემიგრაციო რეგულაციები პირველ რიგში ასეთი ადამიანების უფლებების გამყარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ დისიდენტებს და რეჟიმისგან დევნილ ადამიანებს რუსეთიდანაც და ბელარუსიდანაც შეეძლოთ თავშესაფრის მიღება საქართველოში. ასეთი ადამიანების შემთხვევაში პირიქით უფლებრივი გარანტიების შექმნაზე ვართ ფოკუსირებულები და არა ბლანკეტურად ყველას უფლებების შეზღუდვაზე" - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია "ლელოს" წევრმა, საბა ბუაძემ. ის ერთ-ერთი იყო პარტიის წევრებს შორის, ვინც პარტიის ოფისთან გამართული აქციის მონაწილეებთან სალაპარაკოდ მივიდა. საბა ბუაძე განმარტავს, რომ მათი მიზანი არა საქართველოში შემოსვლის გართულება, არამედ აქ მყოფი ადამიანების დიფერენცირება იმის მიხედვით, ვინ ხამმოკლე ვიზიტით არის საქართველოში და ვინ ხანგრძლივად საცხოვრებლად. 

"ჩვენ ვამბობთ რომ უვიზო რეჟიმი უნდა გამკაცრდეს და არა უნდა გაუქმდეს. მათ უნდა შეეძლოთ უვიზოდ შემოსვლა და 30 დღის მიღმა ვისაც აქვს სურვილი დარჩენის, მათთვის უნდა იქნეს შემუშავებული რეგულაციები, რომ მიიღონ ლეგალური სტატუსი" - განმარტავს საბა ბუაძე. 

"როგორც 2008 წელს ქართველების მასობრივი განადგურების შემდეგ აღარ არის შესაძლებელი „ქართველთა და რუსთა მარადიულ მართლმადიდებლურ ძმობაზე“ საუბარი, ასევე ბელარუსში მასობრივი რეპრესიებისადმი რუსეთის არაერთგზის მხარდაჭერის შემდეგ, ჩვენ არ გვინდა გვერდით დაყენება მოძალადე რუსეთთან, ბელარუსების შესახებ აშკარა მოძველებულ იდეებზე დაყრდნობით. ევროპული ქვეყნის პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთმა ან ორმა უყურადღებო წინადადებამ შეიძლება სერიოზულად გაართულოს პრორუსული დიქტატურის მიერ დევნილი ათიათასობით ადამიანის ცხოვრება", - ამბობენ საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები.

საბა ბუაძეს ვკითხეთ, რამდენად არის შესაძლებელი მოქმედი ხელისუფლების პირობებში, რომელიც მისივე თქმით, ვერ აღიქვამს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს სათანადოდ, გატარდეს ის ცვლილებები სავიზო და საემიგრაციო პოლიტიკაში, რაც პარტია ლელომ დააინიცირა. საბა ბუაძეს არ აქვს იმედი რომ "ქართული ოცნება" მათ ინიციატივას მხარს დაუჭერს. 

"როდესაც ხარ ოპოზიციაში, იმედი რომ ხელისუფლება შენს შეთავაზებას გაითვალისწინებს, არის მცირე. მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლებაში არის დესტრუქციული და ანტიდასავლური "ქართული ოცნება". ჩვენ ამ შეთავაზებას ხელისუფლებას კი არ ვუკეთებთ, ვუკეთებთ საზოგადოებას, რომელმაც უნდა დაინახოს ალტერნატივა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. ეს არის ძირითადად ყველა ჩვენი ინიციატივის მიზანი.  ეს  ხელისუფლება რომ რამეს გაითვალისწინებს და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს წარმართავს, ამის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ ხელისუფლების კრიტიკის მიღმა გვინდა საზოგადოებას შევთავაზოთ ხოლმე ჩვენი ხედვა და ალტერნატივა, ამიტომაც ვახმოვანებთ ხოლმე ამ ინიციატივებს" - უთხრა რადიო თავისუფლებას საბა ბუაძემ. 

პარტია "ლელო" უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ითხოვს სავიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთის მოქალაქეებისთვის. რუსებისა და ბელარუსებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების კონკრეტული ინიციატივა პარტიამ 2 აგვისტოს წარადგინა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин заявил о росте инвестиций в Москву из-за импортозамещения


Спорт в России и мире
Москва

Поражения Шубенкова и Савлукова, осечка Кнороз и двойной триумф Макаренко: чем запомнился «Мемориал Знаменских»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Российский теннисист Медведев снялся с турнира в Хертогенбосе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Жара вновь бьёт рекорды. Повторится ли аномальное лето 1972 и 2010 годов?





Путин в России и мире
Москва

Орбан посоветовал "не дергать русских за усы"


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Ани Лорак

«Я не понимала, что нравилась многим мальчикам». Ани Лорак вспомнила свой школьный выпускной в шоу «УТРО. ТНТ»



Москва

РФС и «Лига Ставок» договорились о проведении четырех ретро-матчей в 2024 году

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net