16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო არ იმუშავებს
თბილისის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 16 აგვისტოს კუს ტბის საბაგირო მგზავრებს არ მოემსახურება. ამ დღეს საბაგიროზე დაგეგმილია გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, ასევე გზის ელექტრონული და უსაფრთხოების სისტემების ტესტირება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.