Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2022

გრეგოროვა: საჭიროა [საქართველოში] განხორციელდეს რეალური და საგულდაგულო მართლმსაჯულების რეფორმა

0
ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვას (მწვანეების ჯგუფი/European Free Alliance​) ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების განხილვაზე საქართველოს მთავრობას მიმართა. 


„უპირველესად, საჭიროა დასრულდეს ქვეყნის საარჩევნო რეფორმა და არსებული საარჩევნო კამპანიის პრობლემების მოგვარება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეუთო/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად. საჭიროა განხორციელდეს რეალური და საგულდაგულო მართლმსაჯულების რეფორმა და სავალდებულოდ უნდა მოგვარდეს მოსამართლეების ნომინაციისა და დანიშვნის ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზები. აგრეთვე - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურების შექმნა შემთხვევების ეფექტიანად გამოსაძიებლად; საჯარო სამსახურებში წესიერებასა და ინტერესთა კონფლიქტზე საკანონმდებლო ნორმებისა და პრინციპების განხორციელება არის კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან ბრძოლის არსებითი შემადგენელი ნაწილი.


მთლიანობაში, წლებია აღვნიშნავთ, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა საქართველოში უკან მიდის. ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთი ევროპული მისწრაფების სურვილს. ეს გულისხმობს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დაცვას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა და დაამატა, - ამიტომაც, ჩემი გამოსვლის ბოლო ნაწილს გამოვიყენებ საქართველოს მთავრობის ან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მისამართავად, რომლებიც ალბათ გვისმენენ: გთხოვთ, მიუდექით ამ დავალებას სერიოზულად და განახორციელეთ კომისიის თვალსაზრისში დასახელებული რეფორმები! იმუშვეთ ყველასთან პარლამენტში, ოპოზიციის ჩათვლით. საქმე არ ეხება პარტიებსა და ინდივიდებს. ეს არის ნამდვილად ისტორიული მომენტი თქვენი ქვეყნისთვის. მოცემულ მომენტში თქვენს გარდა არავინ გიშლით ხელს მიიღოთ კანდიდატის სტატუსი!“


ევროპარლამენტარის განცხადებით, პროდემოკრატიული რეფორმები არ იქნება სასარგებლო მხოლოდ ამ სწრაფვისთვის, არამედ ევროპარლამენტმა მხარი უნდა დაუჭიროს დემოკრატიას, როგორც მედეგობის ფაქტორს იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებთ, რომელთა წინაშეც ეს ქვეყანა დგას.




ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.


ევროკომისიის პირობებს შორის იყო სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. იქამდე 1 კვირით ადრე გამოქვეყნებულ შეფასების დოკუმენტში ეწერა, რომ საქართველოს პროგრესი 2022 წლის ბოლოს შეფასდება.




საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ. თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net