Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2022

პრემიერ-მინისტრი: "დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში"

0
პრემიერ-მინისტრი:

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ასევე ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით და ქვეყანას „სრული პროგრესი აქვს ბოლო 8 წლის განმავლობაში. სასამართლო კი თავისუფალია გავლენებისგან.

სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ღარიბაშვილა მას შემდეგ დაიწყო, რას ჟურნალისტმა ჰკითხა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე. იგი "ფორმულას" ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

„ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. მე არ მინდა დავაკნინო იმდროინდელი სასამართლო, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს.

ყველაზე ნათელი ინდიკატორი იმისა, თუ როგორი მართლმსაჯულება არსებობს ქვეყანაში არის იმ საჩივრების რაოდენობა, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იგზავნება. წელს 152 განაცხადი იყო შესული სტრასბურგში, სააკაშვილის დროს, დღეს რომ სასამართლოს გაკრიტიკებას ბედავენ, იყო 3000-4000, იყო შემთხვევები, როდესაც 5000 განცხადება შესულა სტრასბურგში. ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ აქ მოქალაქეები სამართალს ვერ პოულობდნენ. კარგად ვიცით, რომ დღეს მოქალაქე არ იჩაგრება, მას შეუძლია იპოვოს სამართალი სასამართლოში.

320 მოსამართლიდან 300-მა მოსამართლემ რამდენიმე კვირის თუ თვის წინ ერთობლივად მიღეს კოლექტიური განცხადება და დააფიქსირეს აზრი, რომ ისინი ემიჯნებიან ამ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ ზღვარგადასულ კამპანიას სასამართლოს წინააღმდეგ.

სულ რაღაც 17 თუ 18 მოსამართლე არ ეთანხმება 300 მოსამართლის მოსაზრებას, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, 300 მოსამართლეს ვინ მართავს, მთავრობა მართავს, მე ვმართავ, პროკურატურა მართავს? ეს არის აბსურდი! ეს მოსამართლეები ზოგი დანიშნულია შევარდნაძის დროს, უმეტესობა სააკაშვილის დროს. რეკომენდაცია იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ ეს მოსამართლეები დაგვენიშნა უვადოდ. ჩვენ ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. "

პრემიერ მინისტრი ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს სამართლის პოვნა იყო წარმოუდგენელი. დღეს კი დემოკრატია, სიტყვის თავისუფლებაა, ადამიანის უფლებები არ ირღვევა, არის სრული გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება საზოგადოების და მედიის წინაშე.

მისი თქმით ყველაფერს დანახვა სჭირდება და რომ საქართველო ბევრ ქვეყანას ვუსწრებს მართლმსაჯულების, კორუფციის მართვის თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით, ეკონომიკის თავისუფლების და ა.შ. "ჩვენ გვაქვს სრული პროგრესი ბოლო 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

IDFI ის მიერ გამოქვეყნებული საქართველო კანონის უზენაესობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით:

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინდიკატორებს შორის, საქართველოში ყველაზე პრობლემური მიმართულება ხელისუფლების ზეგავლენის არარსებობაა, რომელსაც ყველაზე დაბალი - 0.28 ქულა აქვს მინიჭებული, ხოლო ყველაზე მაღალი - 0,73 ქულით კორუფციის არარსებობაა შეფასებული.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კრიტერიუმით, რეგიონულ რეიტინგში, საქართველო ბოლო სამი წელია პირველ ადგილს იკავებს. რაც შეეხება გლობალური რეიტინგს, 2021 წლის მდგომარეობით საქართველო 51-ე ადგილზეა 139 ქვეყანას შორის.

2021 წელს საქართველოს მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კრიტერიუმი 0,54 ქულით შეფასდა, რაც 0,01 ქულით ნაკლებია 2020 წლის მაჩვენებელზე.

2021 წლის შეფასებით, მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის სამი ინდიკატორის (საკანონმდებლო კონტროლი, სანქციები თანამდებობის პირთა გადაცდომებისთვის, ხელისუფლების კანონისმიერი ცვლილება) მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. ყველაზე დაბალი შეფასება - 0,40 ქულა თანამდებობის პირთა გადაცდომებისთვის სანქციების მიმართულებას აქვს

მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვის კრიტერიუმით, რეგიონში საქართველო 2015 წლიდან პირველ ადგილს იკავებს. ეს მაჩვენებელი არც 2021 წელს შეცვლილა. რაც შეეხება გლობალურ რეიტინგს, 2021 წელს საქართველო 139 ქვეყანას შორის 68-ე ადგილს იკავებს.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Обрабатывающие предприятия Москвы увеличили производство почти на 18 процентов


Спорт в России и мире
Москва

«Кубок футбольных мам» прошел на стадионе «Москвич» в Лобне


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

"Я играю и зарабатываю хорошие деньги, но...". Рыбакина назвала главную проблему в женском теннисе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о развитии «зеленой» экономики в РФ





Путин в России и мире
Москва

Путин и Рахмон обсудили борьбу с терроризмом и ситуацию с мигрантами


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске одобрен проект соглашения о системе таможенного транзита ЕАЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Эстрада

В театре Эстрады состоялся финальный показ музыкально-драматического спектакля «Дом окнами в поле»



Москва

В Туле определили победителей местного этапа состязаний по шахматам "Дебют"

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net