GMC: ალტ-ინფოს ვებ-გვერდის პროგრამული მომსახურება წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება
არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პუტინისტური დაჯგუფების, ალტ-ინფოს ახალი პრორუსული პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” ვებ-გვერდის ჰოსტინგი კრემლისა და წითელი მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ხდება.
ორგანიზაციის ცნობით, ჰოსტინგი გულისხმობს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაბინავებას, მომსახურებასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. საინტერესოა, ასევე ის ფაქტიც რომ 14 მარტს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განცხადა რომ კონსერვატიული მოძრაობის დელეგაცია გეგმავს რუსეთში წასვლას და პოლიტიკურ წრეებთან მოლაპარაკების გამართვას.