ირაკლი ტაბლიაშვილი: ხელისუფლება გვაჩვევს აზრს, რომ ავირჩიოთ მშვიდობა და დავთმოთ თავისუფლება!
0
“კარგად დაუკვირდით კითხვას!..
ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა რ ჩ ე ვ ა ნ ი ს
შ ე მ თ ხ ვ ე ვ ა შ ი
რას აირჩევდით?
მშვიდობას თუ თავისუფლებას?
თავისუფლებას თუ მშვიდობას?
===============================
ხელისუფლება გვაჩვევს აზრს, რომ ასეთი არჩევანი დადგება და მეტიც, გვაჩვევს აზრს, რომ ავირჩიოთ მშვიდობა და დავთმოთ თავისუფლება!
რაციონალური დაპირისპირება კი რთულია, მაგრამ, მაინც ბრაზის გარეშე უნდა ვუპასუხოთ ამ ამბავს და სულაც არაა საჭირო ლელთ ღუნიას გახსენება ან პოეტიკის პოლიტიკაზე ლექციების კითხვა; ციტატები – რუსთაველი; ვაჟა ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი თუ კანუდოსელების გახსენება!
პირველი – მშვიდობა არ იქნება, თუ თავისუფლება არ იქნება! წლების განმავლობაში ათასობით მოქალაქე შეეწირება თავისუფლების იდეას ე.წ. მშვიდობიანობის პირობებში.
მეორე – მშვიდობა თავისუფლების გარეშე არის მონობა! ჩვენს შემთხვევაში, იქნება “დაშვებული მონობა” და ნებაყოფლობითი კოლონიობა.
მესამე – არავინ მოგატყუოთ, რომ რუსეთს იოლად შეუძლია ჩვენი დამარცხება ჩვენგან სათანადო დახვედრის და ტოტალური წინააღმდეგობის შემთხვევაში! ტოტალურ წინააღმდეგობაში იგულისხმება ჯარის ბრძოლა! კიბერომი ჩვენგან! ზურგში სათანადო ქმედებები! მოქალაქეების პროტესტი! ინდივიდთა მხრიდან დივერსიები! პარტიზანული დაპირისპირება და არაკოლაბორაციონისტული ქმედებები! უუცნაურეს რამეს ვიტყვი ახლა – 2008 წელს ტოტალური ბრძოლა არ გვიწარმოებია!
მეოთხე – თავისუფლების დათმობა შესაძლებელია! განა არა! ათასობით ისტორია არსებობს ამგვარი! თავისუფლების ნებით ჩაბარება არის ღალატი მით უფრო ჩვენს დროებაში… თორემ, თუ ძალამ აღმართი ახნა ეს ხდება ხოლმე!!! მაგრამ, თუ მათ შორის ჩვენი კოლაბორაციის გამო წინასწარ დავნებდით, ეს იქნება ბოროტება! დაკიდევ – თუ უკრაინას აქვს სტრატეგიული სიღრმეები! ჩვენ გვაქვს ერთი უპირატესობა – ხეობები და ვიწროები!
და გვყავს უმაგრესი ჯარი! რომელსაც უნდა ვენდოთ! და უმაგრესი 200, 400 თუ 700 ათასი მოქალაქე, რომლებსაც ღვეზელის, წყლის და ლობიოს მოწამვლა შეუძლიათ.
პ.ს. მე არ ვარ ომის მომხრე! რომ იცოდეთ, ჩემი შვილები ზუსტად ისე მიყვარს, როგორც მშვიდობის მომხრეებს – თავიანთი შვილები…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.