კიევის მახლობლად რუსული ძალების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაადგილებაა და არა გაყვანა
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, კიევის მახლობლად რუსული ძალების მოძრაობა, სავარაუდოდ, გადაადგილებაა და არა გაყვანა.
„მიგვაჩნია, რომ ეს არის გადაადგილება და არა რეალური გაყვანა და რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ თვალყური ვადევნოთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი შეტევის განხორციელებას. ეს არ ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე დასრულდა. არავინ უნდა მოვიტყუოთ თავი კრემლის განცხადებით, რომ ის მოულოდნელად შეამცირებს სამხედრო თავდასხმებს კიევის მახლობლად, ან ცნობებით იმის შესახებ, რომ ის აპირებს მთელი ძალების გაყვანას“, – განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, რუსული ძალები სავარაუდოდ, ჩრდილოეთისკენ გადაადგილდებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად არის მათი საბოლოო დანიშნულება.
“ჩვენი შეფასებით, ეს გადაადგილება გამოყენებული იქნება უკრაინის სხვა ტერიტორიაზე. არ ვიცით, ზუსტად სად”,- აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერმა.