Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2022

დე ფაქტო ცხინვალი დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებში ე.წ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გახსნის

0
დე ფაქტო ცხინვალი დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებში ე.წ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გახსნის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ. დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ ე.წ დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის დაჩქარებაზე აკეთებს აქცენტს.

მედოევის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხინვალი ყურადღებით აკვირდება დონბასის ე.წ რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 24 თებერვალს დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე. უკრაინაში რუსეთის აგრესიულ შეჭრას და ომს ოკუპირებულ რეგიონებში „სპეციალურ ოპერაციას" უწოდებენ.

განცხადებაში ნათქვამია: „სამხრეთ ოსეთში დადებითად აღიქვეს და სრულად დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ქალაქებისა და სოფლების განუწყვეტელ სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ნადგურდება დასახლებები და სამრეწველო საწარმოები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა“.

დე ფაქტო საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის კურსი „დონბასის ახალ სახელმწიფოებთან მრავალმხრივი კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე ხდება. უახლოეს მომავალში, ვითარების დასტაბილურების შემდეგ, გაგრძელდება დიალოგი სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიპლომატიური მისიების ურთიერთგახსნის საკითხზე“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკები 2014 წელს აღიარა. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. ლტოლვილად იქცა 1.5 მილიონზე მეტი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Сергей Собянин: Активно укрепляем отношения с Китаем


Спорт в России и мире
Москва

Резидент «Инсайт Люди» Дмитрий Зубов установил мировой рекорд по чеканке мяча


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Жанна Фриске

Память Жанны Фриске почтили посмертной наградой и ее песней на музыкальной премии



Москва

Инфекционист Шахмарданов посоветовал не покупать готовые салаты

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net