Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2021

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

0
ლონდონის ბირჟაზე (ICE) გამართული ბოლო ვაჭრობის შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის საფასურმა განაახლა ისტორიული მაქსიმუმი და ათასი კუბური მეტრის ფასი კვლავ 2000 დოლარზე დაფიქსირდა. ამ ზრდის ფონია საწვავის მიწოდების შეჩერება „იამალ-ევროპის“ გაზსადენის საშუალებით და ცივი ზამთრის შესახებ არსებული პროგნოზები.


ევროპაში შემოდგომიდან დაიწყო გაზის ფასების ზრდა, რაც მანამდე 100 კუბურ მეტრზე $170–220-ის ფარგლებში მერყეობდა. ამჟამად ევროპაში მთელი რიგი პრობლემები ართულებს მდგომარეობას ამ სფეროში. მათ შორისაა, ქარის ენერგიის მოსალოდნელზე უფრო დაბალი წარმოება და კვლავ გახსნილი ეკონომიკების მკვეთრად მზარდი მოთხოვნილება ენერგომატარებლებზე.



სიტუაციას ართულებს ასევე რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის - „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედებასთან დაკავშირებული გაურკვევლობა.


ავსტრიის ახალმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ზიანს მოუტანს ევროკავშირს. ამის შესახებ მან Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.



კანცლერი გამოვიდა მოწოდებით, დაიწყოს გაზსადენის ექსპლუატაცია, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნებს გაზი და ნავთობი სჭირდებათ. მისი თქმით, აუცილებელია ენერგომომარაგება რაც შეიძლება დიდი რაოდენობის წყაროებიდან.



მანამდე აშშ-ის ხელისუფლებამ გერმანიას მოუწოდა, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება.



გაზსადენი ბალტიის ზღვის გავლით მიაწვდის ბუნებრივ აირს პირდაპირ გერმანიას და ევროკავშირს, უკრაინისთვის გვერდის ავლით.



გაზსადენის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მაგრამ ის არ არის სერტიფიცირებული. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა 12 დეკემბერს ეს იმით ახსნა, რომ პროექტი არ უპასუხებს ევროპის სამართლებრივ ნორმებს, ამიტომ ჯერჯერობით არ შეიძლება მისი გაშვება. ბერბოკის განცხადების შემდეგ ევროპაში ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასმა პირველად გადააჭარბა 1400 დოლარს.





Загрузка...


Губернаторы России

Спорт в России и мире

Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса

Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net