Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2021

გერმანული მედია: ქართული კოშმარი

0

„ნაცისტები, ხულიგნები, მოღალატეები!“   სიტყვები, რომელსაც საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერები  ამჟამად იყენებენ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხყოფისთვის.  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიძულვილის ენით საუბრობს.  მან,  ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრიდან ციხეშია, ადოლფ ჰიტლერს შეადარა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური კვირას გაიმართება. ახლა საუბარია ძირითადად ხუთ თვითმართველ ქალაქზე – დედაქალაქის, თბილისის ჩათვლით. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს  გამარჯვების კარგი შანსი.

2012 წელი – 1 ოქტომბერი.  მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ნოკაუტმა ენმ ოპოზიციაში გადაიყვანა. “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელმა, მაშინდელმა სახელმწიფოს მეთაურმა სააკაშვილმა, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოების მტკიცე დამცველმა,  დამარცხება აღიარა და ემიგრაციაში წავიდა. ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ერთი წლის შემდეგ დატოვა, მაგრამ დღესაც პოლიტიკაში მთავარ როლს თამაშობს.

სამართლებრივად გამომშვიდობება
რაც მთავარია, არჩევნების შედეგად ხელისუფლების ამ მშვიდობიანმა ცვლილებამ, რომელიც ეუთო-მ  სამართლიანად მიიჩნია, გააჩინა იმედი, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაცია წარმატებული იქნებოდა. მაგრამ  დრო გავიდა – “ქართული ოცნება” კოშმარად გადაიქცა. მხოლოდ გასული თორმეტი თვე საკმარისია იმისათვის, რათა თვალნათლივ დავინახოთ, რომ  “ქართული ოცნება” დაემშვიდობა ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა.

მათი  კამპანიის სამიზნეა არა მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც. უახლესი მაგალითი: მიხეილ სააკაშვილის საქმე.  სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, სააკაშვილი ოქტომბრის დასაწყისში საქართველოში ჩამოსვლიდან მალევე დააკავეს. საეჭვოა, რომ მას საქართველოში სამართლიანი სასამართლო ელის.

დაკავების პოლიტიკური მოტივები
სააკაშვილმა,  დაპატიმრებისთანვე შიმშილობა გამოაცხადა. პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა –  წესიერად მოიქცეს თორემ დავუმატებთ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ.  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც იციან, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაუმორჩილებლობას.

ივლისში ლგბტ თემის მსვლელობის მცდელობის დროს, მათზე  ნადირობა გამოცხადდა. 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოპერატორი, მიყენებული დაზიანებებით, გარდაიცვალა. შეკრების თავისუფლება, უმცირესობების დაცვა? ხუმრობ? სერიოზულად ამბობ ამას? ხელისუფლება ორგანიზატორებს ადანაშაულებს. ავაზაკებს ვინმე აგებინებს პასუხს? თუ წარსულის გამოცდილებით ვიმსჯელებთ, ძნელად.

დაშინება და მუქარა
მიმდინარე ადგილობრივი არჩევნების გარემოებებიც ყველა დემოკრატიულ სტანდარტს სცდება. ამომრჩევლებს აშინებდნენ, სამთავრობო დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებიც იღებდნენ ხელფასს, იძულებულნი ხდებოდნენ ხმა მიეცათ  “ქართული ოცნებისათვის”, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით. რეპრესიების შიშით, ოპოზიციური პარტიებიდან 600-ზე მეტმა მომჩივანმა მოხსნა კანდიდატურა პირველი კენჭისყრის წინ. კომპანიებმა, რომლებმაც “ქართულ ოცნებას” უხვი შემოწირულობები გადასცეს საარჩევნო კამპანიისთვის და ივანიშვილთან მოკავშირეები არიან, წელს მიიღეს 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები – ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშებში.

ის, რომ  “ქართულ ოცნებას” შეუძლია ასე იმოქმედოს, ასევე განპირობებულია სასამართლო სისტემის მდგომარეობით. მიუხედავად მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებისა, სასამართლოს რეფორმა არ სცილდება კოსმეტიკურ ცვლილებებს. უფრო მეტიც, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ მოსამართლეები არაგამჭვირვალედ ინიშნებიან.

ევროკავშირმა არ უნდა მიატოვოს ახალგაზრდები გასაჭირში!

ევროკავშირში ახლა უკვე ნათელია, რომ საქართველოში რაღაც სერიოზულად არასწორედ მიმდინარეობს. ამის კიდევ ერთი დასტურია 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც ბრიუსელის შუამავლობით შედგა მთავრობასა და ოპოზიციას შორის. შეთანხმება: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იმ შემთხვევაში, თუ  “ქართული ოცნება” ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებდა.
“ქართული ოცნება” არ არის მთელი საქართველო. განსაკუთრებით ბევრი ახალგაზრდა ამყარებს დასავლეთზე იმედებს და მხარს უჭერს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. მათი მიტოვება უპასუხისმგებლო და დაუდევრობა იქნებოდა. ეს განსაკუთრებით ეხება მეზობელ რუსეთს, რომელიც ცდილობს გააფართოოს თავისი გავლენა  საქართველოში.  ევროკავშირმა უნდა გადახედოს საქართველოს პოლიტიკას.

წყარო: taz.de

 






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, каким будет летний сезон волонтерского проекта «Время добра»


Спорт в России и мире
Москва

Курсанты Пермского военного института Росгвардии приняли участие в межведомственной олимпиаде по дрессировке служебных собак


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Уимблдон

Елена Рыбакина впервые в 2024 году сыграла на Уимблдоне


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

У инвесторов появилась возможность купить ЦФА на "Атомайзе" прямо в мобильном приложении Росбанка





Путин в России и мире
Москва

Путин встретится в Москве с лидером Республики Конго Сассу-Нгессо


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Запад до последнего будет закрывать глаза на зверства режима Зеленского": Мария Захарова ответила Киеву после атаки на Севастополь


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Леонид Агутин и Игорь Бутман выступят на фестивале «Ангара-Джаз» в Иркутске



Москва

Парфюмер Огнева: ноты мандарина идеально подходят для мужских ароматов

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net