Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Октябрь
2021

მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმებთან თანამშრომლობაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ოქტომბერს

0

სააკაშვილს ადვოკატებთან პირისპირ კომუნიკაციისა და წერილების გაცვლის საშუალება მისცეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან პირისპირ კომუნიკაციისა და დოკუმენტების გაცვლის საშუალება მისცეს. ინფორმაცია მედიას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მიაწოდა.

სწორედ ამის გამო სააკაშვილმა უარი თქვა შიმშილობის პროტესტის კიდევ უფრო დამძიმებაზე და მედიკამენტოზურ მკურნალობას კვლავ დათანხმდა.

"ჩვენ მოგვეცა კომუნიკაცია მასთან ისეთი ფორმით, რაც გამორიცხავდა ჩვენ შორის საუბრის ჩაწერას სახელმწიფო უსაფრთხოების მხრიდან, რის გამო მიხეილ სააკაშვილმა თავისი პროტესტის დამძიმება - უარი მკურნალობაზე, ანალიზებზე და ა.შ. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონსილიუმის წევრი ექიმების მიმართ და მოიხადა ბოდიში, რადგან პროტესტის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეხვდა. ვინაიდან პროტესტი აღმოფხვრილია, ის გააგრძელებს კომუნიკაციას ექიმებთან, მათ შორის კონსილიუმის წევრებთან", - თქვა საძაგლიშვილმა.

წაიკითხე მეტი.

 

დეპორტირებული უკრაინელები - სააკაშვილის "უხერხულობა" თუ ბევრად მეტი?

საქართველოს საზღვრიდან უკრაინაში გაბრუნებული ოთხი მოქალაქის ამბავი უკვე გაიგეს კიევშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ამ კვირაში საზღვარზე შეაყოვნეს უკრაინის სახალხო დამცველი, ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი კი საერთოდ არ შემოუშვეს.

მას მერე გავიდა თითქმის 48 საათი და კვლავ უცნობია ოფიციალური მიზეზი რის არ შემოუშვეს უკრაინის მოქალაქეები საქართველოში.

განმარტების ძიებაში რადიო თავისუფლებამ შს სამინისტროსა და საგარეო უწყებას მიმართა. შსს-ში გვითხრეს მხოლოდ ის, რომ „განცხადება გაკეთდება“, მაგრამ უცნობია - როდის. ხოლო საგარეო უწყებაში ამ ეტაპისთვის უარყოფენ დმიტრი გორდონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ - სააკაშვილთან მისი შეხვედრის ორგანიზება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვა.

მიზეზი გუშინ არც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს დაუსახელებია, თუმცა ირაკლი კობახიძემ საკმაოდ მკაფიოდ მიანიშნა, რომ თბილისში „შოუს დადგმის“ მოლოდინი ჰქონდათ.

„რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი... იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ“ - თქვა „ოცნების“ თავმჯდომარემ 28 ოქტომბერს.

უკან გაბრუნებული უკრაინის მოქალაქეები - უხერხულობა თუ უფრო მეტი? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

 

"ფორმულა" კეზერაშვილზე პრემიერის ბრალდებას კრიტიკულ მედიაზე თავდასხმად აღიქვამს

ტელეკომპანია "ფორმულა" მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის მიმართ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებას თავდასხმად აღიქვამს. საუბარია ღარიბაშვილის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ კეზერაშვილი ე.წ ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალურ სქემაშია ჩართული, სადაც მილიონებია მითვისებული.

"ამ ქოლ-ცენტრების უკან სავარაუდოდ დგას კეზერაშვილი, მას აღნიშნული ქოლ-ცენტრები ჰქონდა უკრაინაშიც, აქაც ჰქონდა მცდელობაც. რეალურად, გამოძიება, რომელიც თქვენ ნახეთ და ჩვენს პროკურატურასთან ერთად გერმანული მხარე, ძალიან მალე თქვენ საინტერესო დეტალებს გაიგებთ... ეს არ არის ჩემი სპეკულაცია ან ჭორი, ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, მათ შორის უცხოურ მედიაშიც იყო ამ თემაზე მომზადებული", - თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ამ განცხადებასთან დაკავშირებით არხმა სიუჟეტიც მოამზადა და აღნიშნა, რომ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა კეზერაშვილის ქოლ-ცენტრების საქმესთან კავშირი ვერ დაადგინეს. ჟურნალისტმა წაიკითხა სტატიის ის ნაწილი, სადაც ეწერა:

"OCCRP-იმ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ რომელიმე ყოფილი მინისტრი დაკავშირებული ყოფილი იყო ქოლ-ცენტრების საქმესთან. ელექტრონული წერილით კეზერაშვილი ამბობს, რომ არასდროს სმენია Milton Group-ის შესახებ და არ იცის მისი ქმედებების შესახებ".

წაიკითხე მეტი.

 

ერთი დღე არჩევნებამდე: უზუსტობა Ipsos-ის კვლევაში

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე თქვა:

მან მაგალითად მოიყვანა ზუგდიდის შემთხვევა. მთავარი არხის გამოცხადებული კვლევის შედეგებით, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანზორ მელია (54,7%) ლიდერობდა, მის კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიას კი გაცილებით დაბალი შედეგი (45,3%) ჰქონდა. Ipsos-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, წოწერიას 51% აქვს, მელიას კი 49%.

სხვა ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი) "მთავარი არხის" გამოქვეყნებული მონაცემები Ipsos-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რიცხვების მსგავსია.

დღის ბოლოს „ქართული ოცნების“ განცხადებას „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გამოეხმაურა: „გამაოგნებელია ფაქტი, რომ "მთავარი" Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს "ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე, იმედს ვიტოვებთ, სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას“. არხი დღეს აპირებს განცხადების გაკეთებას.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. საქართველოს 20 ქალაქში 30 ოქტომბერს მერის ასარჩევად ისევ მივლენ მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე. მეორე ტური იმართება ხუთივე თვითმმართველ ქალაქში.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

 

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შიდა ქართლში, სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუს-ში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. ასევე, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

წაიკითხე მეტი.

ფეისბუკმა კორპორაციული სახელწოდება შეიცვალა და "მეტა" დაირქვა

ფეისბუკმა რებრენდინგის შესახებ გამოაცხადა და კორპორაციული სახელი შეიცვალა. როგორც გუშინ კომპანიის დამფუძნებელმა მარკ ზაქერბერგმა ვირტუალური რეალობის ონლაინ კონფერენციაზე თქვა, კომპანიას 28 ოქტომბრიდან „მეტა“ დაერქმევა. მისი თქმით ახალი სახელი საუკეთესოდ გამოხატავს კომპანიის ახალ პრიორიტეტს, შექმნას მეტავერსი, სამ განზომილებიანი ციფრული გარემო, ე.წ მომავლის ინტერნეტი.

„მომავალში თქვენ შეგეძლებათ ჰოლოგრამის სახით სწრაფ ტელეპორტაციას, მაგალითად ოფისში, ისე რომ არ მოგიწევთ ტრანსპორტით მგზავრობა, კონცერტზე მეგობრებთან ერთად ან თქვენი მშობლების მისაღებ ოთახში მათთან სასაუბროდ. ეს კარს გაუღებს მეტ შესაძლებლობებს მიუხედავად იმისა თუ სად ცხოვრობთ. თქვენ შეძლებთ მეტი დრო დაუთმოთ იმას, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, დროს აღარ დახარჯავთ სატრანსპორტო მოძრაობაში და შეამცირებთ ნახშირბადის კვალს [დედამიწაზე]“- წერს მარკ ზაკერბერგი გამოქვეყნებულ პოსტში.

 

ტექნოლოგიების გიგანტი აპირებს, რომ ახალი ბრენდის ქვეშ გააერთიანოს ყველა აპლიკაცია და პროდუქტი რაც უკვე აქვს თუ მომავალში ექნება (მათ შორის Facebook, Instagram, Whatsapp). რებრენდინგის მიუხედავად არ იგეგმება კორპორაციული სტრუქტურის ცვლილება.

ჩათუშული ხორცი შავი ქლიავით? - რას ჭამენ და რას ყიდულობენ ციხეში პატიმრები

წლებია პატიმრები ციხის საკვებზე უარს ამბობენ - „ბალანდას“ მხოლოდ ისინი ჭამენ, ვისაც სხვა გზა არა აქვს და ოჯახი ვერ ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ციხის მენიუს ჩამონათვალში მიმზიდველი დასახელების კერძებია, პატიმრები მათ პირად ბარათზე ჩარიცხულ თანხის უდიდეს ნაწილს სწორედ საჭმელში, ციხისსავე მაღაზიაში ხარჯავენ.

როცა პენსიის და დევნილის დახმარების ფულის აღების დღე მოდის, ნატო ფულს ასე ანაწილებს: უმეტეს წილს შვილს ურიცხავს. თავისთვის იმდენს იტოვებს, რომ თავი გაიტანოს. ერთი პური სამი დღე უნდა ეყოს. სხვანაირად შვილი ციხის მაღაზიაში „საჭმელს, რამე ტკბილს და პაპიროზს“ ვერ იყიდის. მისი პატიმარი შვილი ციხის საჭმელს ვერ ჭამს.

"ზოგჯერ მე ვარ მშიერი, რომ მას ფული გავუგზავნო. ჩემთვის თითქმის არაფერს ვყიდულობ, თუ ვინმე რამეს მომაწვდის, ეგ არის. და საჭმლის გარდა, „სალაპარაკოც“ ხომ უნდა ჩავურიცხო, რომ დამელაპარაკოს ხოლმე“.

მის შვილს ყველაზე მეტად ის დღე უყვარს, როცა მენიუში ლობიოა.

- ლობიო რატომ?

- იციან მაინც რა არის, რას ჭამენ. ბევრ საჭმელზე უარს ამბობენ. უთქვამს, შეუძლებელია ჭამაო... არც ხილია. არც ტკბილი. ვინ მისცემს მაგას. იმ მაღაზიაში კიდევ ყველაფერი ძვირიაო.

სამი წელია ნატოს შვილი პატიმარია. კიდევ ერთი წელი დარჩა მოსახდელი და დედაც მზადაა, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი არ იყიდოს, რომ პატიმარ შვილს ბარათზე თანხა ჩაურიცხოს.

რას ჭამენ პატიმრები და რა განაპირობებს ციხის საკვების ხარისხს? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

 

 

 

 

 

ამ კაცმა აქციაზე 100 ლარი იშოვა, იგი "ქართული ოცნების" დროშებს ხუთ ლარად ყიდდა.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин поздравил медицинских работников с профессиональным праздником


Спорт в России и мире
Москва

Роман Костомаров поучаствовал в боксерской тренировке в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Хачанов вылетел с турнира ATP в Хертогенбосхе после первого же матча


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Собянин рассказал, как электробусы помогают улучшать экологическую ситуацию





Путин в России и мире
Москва

Муфтий Гайнутдин пожелал Путину помощи Аллаха для побед


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Надежда Бабкина

"7Дней": певицу Бабкину заметили с молодым помощником после разрыва с мужем



Москва

Певица Адель выступила в США в платье от Дома моды Валентина Юдашкина

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net